1. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, პარტნიორებს აქვთ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ გამოშვებული ახალი წილების უპირატესი შესყიდვის უფლება.

2. თუ წესდება ან ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას არ აქვს უფლება, განათავსოს გამოშვებული წილები ან განახორციელოს ნებისმიერი პირობებით განთავსების შეთავაზება პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ვიდრე იგი წერილობით არ შესთავაზებს პარტნიორებს გამოშვებული წილების შეძენას იმავე პირობებით და ამისთვის არ განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

3. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ პარტნიორს უნდა მისცეს ამ უფლების გამოყენებისთვის გონივრული ვადა, მაგრამ არანაკლებ 14 დღისა.

4. უპირატესი შესყიდვის უფლება მოქმედებს წილის პროპორციულად, თუ ყველა პარტნიორი უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების სხვა წესზე არ შეთანხმდა. იმ შემთხვევაში, თუ პროპორციულობის დაცვით შეთავაზებული წილები ზუსტად ვერ ნაწილდება პარტნიორებს შორის, იმ წილების უპირატესი შესყიდვის წესს, რომელიც ვერ ნაწილდება პარტნიორებს შორის, განსაზღვრავენ პარტნიორები ხმათა უმრავლესობით.

5. პარტნიორს, რომელსაც აქვს გამოშვებული წილების უპირატესი შესყიდვის უფლება, შეუძლია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, უარი თქვას ამ უფლებაზე ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ.

6. ახალი წილის გამოშვებისას, უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს პარტნიორთა გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება კენჭისყრაში მონაწილე ხმათა არანაკლებ 3/4-ის უმრავლესობით. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ხელმძღვანელი ორგანოს მოხსენების საფუძველზე, რომელშიც უნდა მიეთითოს შეზღუდვის ან გამორიცხვის გონივრული საფუძვლები და დასაბუთდეს წილის გადაცემის ღირებულებ