1. წილი განთავსებულად ითვლება, თუ ის გაცემულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მიუხედავად იმისა, ეს საზღაური მიღებული აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას თუ არა.

2. წილები, რომლებზეც პარტნიორების გადაწყვეტილებით ან წესდებით განსაზღვრულმა ორგანომ ან პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება განთავსების შესახებ, წარმოადგენს გამოშვებულ წილებს. გამოშვებული წილები აღირიცხება რეესტრში და ისინი განთავსებამდე უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. წილების განთავსებას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო.

3. წილი, რომელიც პარტნიორთა გადაწყვეტილებით შესაძლოა მომავალში იქნეს გამოშვებული და განთავსდეს, წარმოადგენს ნებადართულ წილს. ნებადართული წილების ოდენობა, კლასები, შესაბამისი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალში, ასევე ნომინალური ღირებულება, მისი დადგენის შემთხვევაში, უნდა აისახოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაში.

4. პარტნიორთა გადაწყვეტილებით ან სადამფუძნებლო შეთანხმებით შეიძლება დადგენილ იქნეს ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში და რომელთა შესაბამისადაც უნდა მოხდეს ნებადართული წილების გამოშვება და განთავსება.

5. ნებადართული წილების ფარგლებში წილების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ პარტნიორები ან წესდებით განსაზღვრული ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით უფლებამოსილი ორგანო. გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს წილების ოდენობას, მის ნომინალურ ღირებულებას, თუ ასეთი ღირებულება დადგენილია, და კლასს. გადაწყვეტილება ასევე შეიძლება შეიცავდეს წილების განთავსების ვადებს, მინიმალურ ფასს ან სხვა პირობებს.

6. წესდება ან პარტნიორთა გადაწყვეტილება შესაძლოა განსაზღვრავდეს, რომ გარკვეული პირობებით წილების განუთავსებლობის შემთხვევაში, განუთავსებელი წილები შეიძლება გაუქმებულ იქნეს, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია იწვევდეს გამოშვებული წილების ოდენობის შემცირებას გაუქმებული წილების ოდენობით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელო ორგანო ახორციელებს შესაბამის ცვლილებას წესდებაში.

7. თუ წესდება ამას ითვალისწინებს, პარტნიორთა გადაწყვეტილებით, წილები შეიძლება გაიცეს პარტნიორებზე ან ერთი ან რამდენიმე კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე პროპორციულად და შენატანების მოთხოვნის გარეშე (წილების გამოშვება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან). ერთი კლასის წილები არ შეიძლება გაიცეს როგორც წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ქონებიდან სხვა კლასის წილების მფლობელ პარტნიორებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გასაცემი წილების ან მათი ნაწილის გამოშვებამდე, ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა წესდება, ან გამოსაშვები კლასის წილების მფლობელი პარტნიორები ხმათა უმრავლესობით დაეთანხმებიან ასეთ გაცემას ან/და უკვე განთავსებულ წილებში არ არსებობს გამოსაშვები წილების კლას