1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შეიძლება, დაშვებულ იქნეს წილების განსხვავებული კლასების არსებობა. წილები, რომლებიც იდენტურ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობენ, ქმნიან წილების ერთ კლასს.
2. ერთი კლასის ყველა წილის ნომინალური ღირებულება უნდა იყოს ერთი და იგივე.
3. წილთა სხვადასხვა კლასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს და მათ შინაარსს აწესრიგებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდება.
4. გადაწყვეტილება, რომელიც ეხება წილის რომელიმე კლასთან დაკავშირებული უფლებების ცვლილებას, მათ შორის, უფლებების განხორციელების ან ვალდებულებების შესრულების პროცედურის ცვლილებას, დამატებით საჭიროებს შესაბამისი კლასის განთავსებულ წილებთან დაკავშირებული ხმების საერთო ოდენობის სულ მცირე 3/4-ის მფლობელთა თანხმობას, თუ წესდების შესაბამისი ნაწილით, რომელიც პარტნიორების მიერ ერთხმად იყო მიღებული, სხვა რამ არ არის დადგენილ