1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ხმის მიცემისა და პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს ადგენს წესდება. ამ წესებსა და პირობებზე მითითება აუცილებელია პარტნიორთა კრების მოწვევის დოკუმენტში ან პარტნიორთათვის გაგზავნილ გადაწყვეტილების პროექტში. თუ წესდება ამგვარი წესებსა და პირობებს არ შეიცავს, მათ განსაზღვრავს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისხელმძღვანელი ორგანო.

2. წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ პარტნიორს, რომელიც არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ იღებს მონაწილეობას პარტნიორთა კრებაში, შეუძლია კრების ჩატარებამდე დისტანციურად წერილობით მისცეს ხმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა რომ პარტნიორმა მონაწილეობა მიიღო პარტნიორთა კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში.

3. თუ წესდებით დაშვებულია პარტნიორთა კრებაზე დამსწრე ან არმყოფი პარტნიორის მიერ ხმის მიცემა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ამგვარად მიცემული ხმა მხოლოდ მაშინ იქნება გათვალისწინებული, თუ შესაძლებელია ხმის უფლების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირება. ელექტრონული კომუნიკაციის გზით ნების გამოვლენისას, აუცილებელია, იგი დადასტურებული იქნეს ელექტრონული ხელმოწერით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ხმის უფლების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირისა და შესაბამისი წილების სარწმუნო იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია პარტნიორთა კრების თავმჯდომარე და კრების მომწვევი პირი/ორგანო, თუ წესდებით სხვა პირი/ორგანო არ არის განსაზღვრულ