1. თუ პარტნიორი არ განახორციელებს შენატანს ამისთვის განსაზღვრულ ვადაში, ვადაგადაცილებული შენატანის ღირებულებას ერიცხება ვადის გადაცილების წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შენატანის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს წილის ჩამორთმევის პროცესი, რის შესახებაც პარტნიორს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება და მიეცეს დამატებითი ვადა შენატანის განხორციელებისათვის. დამატებითი ვადა არ უნდა იყოს 30 დღეზე ნაკლები.

3. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, დამრღვევი პარტნიორს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება და ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს თავის წილს, განხორციელებულ ნაწილობრივ შენატანს და დაკავშირებულ უფლებებს. შეუტანელ შენატანთან დაკავშირებული მოთხოვნები რჩება ძალაშ