1. შენატანი უნდა შესრულდეს კანონითა და წესდებით დადგენილი წესითა და ვადებში.

2. ფულადი შენატანი განხორციელებულად ითვლება სამეწარმეო საზოგადოების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.

3. არაფულადი შენატანი განხორციელებულად ითვლება საკუთრების უფლების გადაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჭირო მოქმედებების განხორციელების მომენტიდან.

4. თუ არაფულადი შენატანის ღირებულება, მისი განხორციელების დროს, ნაკლებია შეთანხმებული შენატანის ოდენობაზე, პარტნიორი ვალდებულია შეთანხმებული შენატანის ღირებულება შეავსოს ფულადი სახი