1. არაფულადი შენატანის ღირებულების შენატანის ოდენობასთან შესაბამისობის შეფასებას და შენატანის ვალდებულების შესრულების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო.
2. პარტნიორის მოთხოვნისას, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გასცეს წერილობითი ცნობა შენატანის განხორციელების ვალდებულების, მისი შესრულების ან ნაწილობრივი შესრულების, ასევე შესრულების ვადებისა და პირობების შესახებ.
3. შენატანის განხორციელების ცნობის ბრალეულ უზუსტობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ ორგანო