1. ყოველ პარტნიორს უფლება აქვს თავისუფლად განკარგავდეს სამეწარმეო საზოგადოებაში საკუთარ წილს, თუ კანონმდებლობით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით არ არის გათვალისწინებული წილის განკარგვასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
2. თუ წილი სამეწარმეო საზოგადოებაში რამდენიმე პირის თანასაკუთრებაშია, ისინი მიიჩნევიან თანაპარტნიორებად. ასეთ შემთხვევაში, წილთან დაკავშირებული უფლებების განხორციელება შესაძლოა მოხდეს მათ მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი თანაპარტნიორის ან მესამე პირის მიერ. ეს პირები განიხილებიან სოლიდარულ კრედიტორებად და ასეთ შემთხვევაში მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის ნორმები თანასაკუთრების ან/და საზიარო უფლებების შესახებ.
3. თუ თანაპარტნიორები ან მემკვიდრეები ხმათა უმრავლესობით ვერ თანხმდებიან წილის მართვაზე, სამეწარმეო საზოგადოების ან თანაპარტნიორის/ერთ-ერთი მემკვიდრის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს წილის მმართველს, რომელიც აღჭურვილია წილთან დაკავშირებული ყველა უფლები