1. კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს.

2. გამონაკლის შემთხვევაში, კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, თუ ის პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას ბოროტად გამოიყენებს და სამეწარმეო საზოგადოებას არ შესწევს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უნარ