1. ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, ყოველ პარტნიორს, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლება აქვს მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი.
2. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში დაუშვებელია დივიდენდის გაცემის ზოგადი აკრძალვა.
3. დივიდენდი დგინდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა წილის პროპორციულად, თუ კანონით, წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილ