საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
080090020.19.012.016077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №4

2020 წლის 17 აგვისტო

ქ.თბილისი

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/06/2020, 080090020.19.012.016074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 20 ოქტომბრიდან.“.

2. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არარეზიდენტი პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ან/და იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაკავშირებული გარიგებები (ოპერაციები) – დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი  გარიგებები (მათ შორის, ფულადი სახსრების ერთჯერადი გადარიცხვები), რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება და შესაძლოა ხორციელდებოდეს გარიგების დანაწევრების მიზნით;“.

5. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მიიღოს ზომები რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგების (ოპერაციის) და გარიგებათა (ოპერაციათა) უჩვეულო ერთობლიობის და დაკავშირებული გარიგებების გამოსავლენად. ამ შემთხვევაში, ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იურიდიული პირის ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანა, თუ ოპერაციის თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;“.

7. ბრძანებით დამტციცებული დანართის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვა საეჭვო ზონიდან ან ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა საეჭვო ზონაში, თუ ოპერაციის თანხა 150 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 150 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება;“.

8. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მაღალი რისკის იურისდიქციის რეზიდენტი პირის დავალებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა/გაყიდვა, თუ გარიგების თანხა 50 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 50 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსივალერიან ხასაშვილი