„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №37

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1. „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში (სსმ, 11/10/2013, 120340000.22.026.026214)  და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება“.

4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულება“.

5.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდია (შემდგომ „ეროვნული გვარდია“) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ - „გენერალური შტაბი“) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომ - „გენერალური შტაბის უფროსი“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დამტკიცებული პროგრამების თანახმად, სხვადასხვა მოსამზადებელი კურსების ჩატარება და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემა.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული გვარდიის უფროსს გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ეროვნული გვარდიის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.“.

8.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის:

ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებაში, განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;”.

ბ)  „ვ“ ქვეპუნქტბი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;“.

გ)  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შუამდგომლობს გენერალური შტაბის უფროსთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების, წახალისების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.“.

8.  ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული გვარდიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ეროვნული გვარდიის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.05.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.05.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016257.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.05.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 23.05.2014, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.05.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2332786/