ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2020
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2020 წლის 27 აგვისტო
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი ადგენს ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას, მისი მინიჭების საფუძვლებს, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2🔗
ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად დგინდება ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.
მუხლი 3🔗
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს სრულწლოვან პირს, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
2.
საქართველოს მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა)
ხობის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლის ან/და დამსახურებისთვის;
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის ან საქართველოს განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის;
გ)
ხობის მუნიციპალიტეტისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების საყოველთაო პოპულარიზაციისთვის;
დ)
განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის, ხელოვნების და ასევე სხვა მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისთვის;
ე)
ხობის მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობისთვის უანგარო ზრუნვისა და ერთგული სამსახურისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისთვის, შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) ხანგრძლივი, კეთილსინდისიერი ან წარმატებული საქმიანობისთვის, ან/და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, რაც საზოგადოების მხრიდან იმსახურებს აღიარებას და მადლობის გამოცხადებას.
3.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხობის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოსა და ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან ხობის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ასევე – ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი.
2.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხობის მუნიციპალიტეტის მერს, წერილობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
3.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:
ა)
ხობის მუნიციპალიტეტის მერს;
ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ)
ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე)
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე 5 პიროვნებას;
ვ)
საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ზ)
საინიციატივო ჯგუფს ან ფიზიკურ პირს, რომლის შუამდგომლობას მხარს უჭერს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არანაკლებ 50 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.
4.
შუამდგომლობა უნდა იყოს სათანადოდ მოტივირებული და თან უნდა დაერთოს:
ა)
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების აღნიშვნით;
ბ)
კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები;
გ)
კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე)
კანდიდატის ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
ვ)
კანდიდატის წერილობითი თანხმობა ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.
5.
შუამდგომლობას წინასწარ განიხილავს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური, ან სპეციალურად ამ მიზნისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია და 10 სამუშაო დღის ვადაში მერს წარუდგენს დასკვნას ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.
6.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შუამდგომლობას და რეკომენდაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რაც ფორმდება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
7.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები მოითხოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის დადებითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საკითხის მერის მიერ განხილვის ეტაპზე და წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ კანდიდატის თანხმობით.
მუხლი 5🔗
1.
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და სიმბოლური საჩუქარი.
2.
ხობის საპატიო მოქალაქისთვის მოწმობისა და სიმბოლური საჩუქრის გადაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში, სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწყობილ ღონისძიებაზე, ან სხვა სახის სადღესასწაულო ან/და კულტურის სფეროს ღონისძიებაზე, წლის ნებისმიერ დროს.
მუხლი 6🔗
ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს ხობის მუნიციაპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.