სს „გლდანის“ განცხადება დოკუმენტების წარდგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „გლდანის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ბატონ ნუგზარ თომაშვილს
სს „გლდანის“ აქციონერს ბატონ მერაბ სამადაშვილს
სს „გლდანის“ აქციონერს ბატონ იაკობ ღლონტს
სს „გლდანის“ ბუღალტერს ქალბატონ დალი ლომიძეს
მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს დავინიშნე სს „გლდანის“ დირექტორად, რასაც მოჰყვა ღია საბოტაჟი და შანტაჟი.
საზოგადოების ყოფილი დირექტორისა და ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ასევე ყოფილი ბუღალტრის მხრიდან ხდება ახლადდანიშნული დირექტორის სრული იგნორირება.
ჩვენ გაგვაჩნია ეჭვი, რომ ეს დროის გაწელვა ემსახურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №091011117007-ზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციას.
ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ 2013 წლის 1 აპრილიდან დღემდე საზოგადოებამ ოფიციალურად შეასრულა მომსახურება 5,237,002.81 ლარის ოდენობით (იკვეთება რიგი არარეგისტრირებული ბიზნესები, რომელიც არ ფიქსირდება ოფიციალურად), თანხა არ ფიქსირდება, შესაძლოა იგი იყოს გაფლანგული.
გთხოვთ, მომაწოდოთ სს „გლდანის“ სრული საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, მათ შორის:
1. სს „გლდანის“ ბუღალტერია;
2. სს „გლდანის“ ელექტრონული საბუღალტრო პროგრამის ასლი;
3. სს „გლდანის“ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები;
4. სს „გლდანის“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები და ზედნადებები;
5. სს „გლდანის“ ბეჭედი;
6. სს „გლდანის“ საქმიანი კორესპოდენცია;
7. სს „გლდანის“ სალაროს ნაშთი;
8. სს „გლდანის“ ყველა დოკუმენტი.
სს „გლდანის“ გენერალური დირექტორი ზვიად გადელია