მუხლი 7. ჯეკპოტის პლატფორმის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები
თავი II — სათამაშო აპარატების ტექნიკური მოთხოვნები
ჯეკპოტის პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს:
ა) უნდა აკმაყოფილებდეს CE ან ეკვივალენტ ელექტროუსაფრთხოების სტანდარტს;
ბ) უნდა ახდენდეს დემონსტრირებას, რომ მას არ შეუძლია თამაშის შედეგზე გავლენის მოხდენა;
გ) უნდა იყოს უსაფრთხოდ დაცული გასაღების მეშვეობით ცალკე კაბინეტში ან რომელიმე დაკავშირებულ სათამაშო აპარატში (ასეთი დაკავშირებული სათამაშო აპარატის არსებობის შემთხვევაში);
დ) შეეძლოს მათემატიკური დემონსტრირება, რომ ჯეკპოტის გარე სისტემისა და სათამაშო აპარატის თეორიული გაცემის პროცენტი არ აღემატება 100%-ს.
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მოთხოვნების/სტანდარტების, დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“, მუხლი 7, №243, 01.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017377 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5004815/muxli-7-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია