C5 კლასის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას მიეკუთვნება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომლის უპილოტო საჰაერო ხომალდზე განთავსებულია ამ წესის N6 დანართის შესაბამისი კლასის იდენტიფიკაციის ეტიკეტი, რომელიც აკმაყოფილებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3 მიმართ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ამ წესის 55-ე მუხლის „ბ“ და „კ“ პუნქტებისა და ასევე, დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის ხრახნფრთიანი (rotorcraft) ან დაბმული უპილოტო საჰაერო ხომალდი, გარდა უძრავფრთიანი უპილოტო საჰაერო ხომალდისა;
ბ) თუ იგი აღჭურვილია გეოინფორმირების ფუნქციით, აკმაყოფილებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3 მიმართ ამ წესის 55-ე მუხლის “კ“ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) ფრენისას დისტანციურ პილოტს მიეწოდება საჭირო ინფორმაცია ზედაპირიდან ან აფრენის წერტილიდან უპილოტო საჰაერო ხომალდის სიმაღლესთან დაკავშირებით;
დ) გარდა იმ შემთხვევისა, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდი (UA) დაბმულია, აღჭურვილია დისტანციური პილოტის მეშვეობით გააქტიურებადი დაბალი სიჩქარის რეჟიმით, რომელიც მაქსიმალურ კრეისერულ სიჩქარეს ზღუდავს 5 მ/წმ-მდე;
ე) გარდა იმ შემთხვევისა, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდი (UA) დაბმულია, გააჩნია შესაბამისი საშუალებები დისტანციური პილოტის მიერ ფრენის დასასრულებლად, რომელიც:
ე.ა) არის საიმედო, პროგნოზირებადი და დამოუკიდებელი ფრენის ავტომატური კონტროლისგან და მიმმართველი სისტემისგან;
ე.ბ) აიძულებს უპილოტო საჰაერო ხომალდს (UA) დაშვებას და ზღუდავს მის სწრაფ ჰორიზონტალური გადაადგილებას;
ე.გ) მოიცავს ისეთ საშუალებებს, რომელიც ამცირებს უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) შეჯახების დინამიურ ეფექტს.
ვ) გარდა იმ შემთხვევისა, თუ უპილოტო საჰაერო ხომალდი (UA) დაბმულია, გააჩნია ისეთი საშუალება, რომელიც დისტანციურ პილოტს აძლევს შესაძლებლობას მუდმივად აკონტროლოს მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზის ხარისხი და რომელიც დისტანციურ პილოტს გაუგზავნის შეტყობინებას, როდესაც მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი შესაძლებელია დაიკარგოს ან დასუსტდეს იმდენად, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ექსპლუატაციას და დისტანციურ პილოტს გაუგზავნის შეტყობინებას, როდესაც მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი დაკარგულია;
ზ) ამ წესის 55-ე მუხლის „პ“ პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დამატებით, მომხმარებლის სახელმძღვანელოს უნდა გააჩნდეს ფრენის დასრულების საშუალების აღწერა;
თ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C5-ს განეკუთვნება უპილოტო საჰაერო ხომალდი სისტემის (UAS) კლასი C3, რომელიც აღჭურვილია აქსესუარების ნაკრებით, რომელზეც განთავსებულია კლასი C5-ის ეტიკეტი;
ი) აქსესუარების ნაკრები არ უნდა ითვალისწინებდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3-ის პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებას;
კ) აქსესუარების ნაკრები უნდა იყოს დაპროექტებული და თითოეული შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს იდენტიფიცირებული ისე, რომ უზრუნველყოს სრული და გამართული ინსტალაცია ექსპლუატანტის მიერ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3-ზე, აქსესუარების ნაკრების მწარმოებლის მიერ მითითებული ინსტრუქციების გამოყენებით;
ლ) აქსესუარების ნაკრები, რომლებიც უზრუნველყოფს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3-ის გადაკეთებას აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ლ.ა) არ ცვლის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3-ს ისე, რომ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3-ის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს;
ლ.ბ) უზრუნველყოფს აქსესუარების ნაკრებით აღჭურვილი უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) შესაბამისობას ამ მუხლში განსაზღვრულ ყველა დამატებით მოთხოვნასთან, გარდა ამ მუხლის „ბ“ პუნქტისა;
ლ.გ) გააჩნია მომხმარებლის სახელმძღვანელო, სადაც მოცემულია:
ლ.გ.ა) ყველა უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3 -ში შემავალ უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) ჩამონათვალის სია, რომელებზეც შეიძლება გამოყენებულ იქნას აღნიშნული აქსესუარების ნაკრები;
ლ.გ.ბ) აქსესუარების ნაკრების დამონტაჟების და ექსპლუატაციის ინსტრუქციებ