C4 კლასის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას მიეკუთვნება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომლის უპილოტო საჰაერო ხომალდზე განთავსებულია ამ წესის N5 დანართის შესაბამისი კლასის იდენტიფიკაციის ეტიკეტი და ამასთან აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მაქსიმალური ასაფრენი მასა (MTOM) სასარგებლო ტვირთის ჩათვლით არის 25 კგ-ზე ნაკლები;
ბ) არის უსაფრთხოდ კონტროლირებადი დისტანციური პილოტის მიერ, მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად ექსპლუატაციის განხორციელებლისას, როგორც ეს საჭიროა, ყველა მოსალოდნელ საექსპლუატაციო პირობებში, მათ შორის არსებობის შემთხვევაში ერთი ან მეტი სისტემის მწყობრიდან გამისვლის დროს;
გ) არ გააჩნია მართვის ავტომატური რეჟიმები, გარდა ფრენის სტაბილიზაციის დამხმარე ფუნქციისა, რომელსაც არ აქვს პირდაპირი გავლენა ფრენის ტრაექტორიაზე და კავშირის აღდგენაზე, იმ შემთხვევაში, თუ კავშირის დაკარგვისას გათვალისწინებულია მართვის ზედაპირების წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული პოზიცია;
დ) გააჩნია მომხმარებლის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს:
დ.ა) მათ შორის უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) შემდეგ მახასიათებლებს:
დ.ა.ა) უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) კლასი;
დ.ა.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) წონა (ეტალლონური კონფიგურაციის მითითებით) და მაქსიმალური ასაფრენი მასა (MTOM);
დ.ა.გ) დასაშვები სასარგებლო ტვირთის ზოგადი მახასიათებლები მისი მასის, ზომების, უპილოტო საჰაერო ხომალდთან (UA) ინტერფეისის და სხვა შესაძლო შეზღუდვების გათვალისწინებით;
დ.ა.დ) უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) დისტანციური მართვის მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა;
დ.ა.ე) უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) მოქმედების აღწერა მართვისა და კავშირის საკომუნიკაციო ხაზის დაკარგვის შემთხვევაში;
დ.ბ) მკაფიო საექსპლუატაციო ინსტრუქციებს;
დ.გ) ტექმომსახურების ინსტრუქციებს;
დ.დ) დეფექტების გამოვლენის და აღმოფხვრის პროცედურებს;
დ.ე) საექსპლუატაციო შეზღუდვებს (მათ შორის მეტეოროლოგიურ პირობებს და დღისით / ღამით ექსპლუატაციას);
დ.ვ) უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა რისკის სათანადო აღწერას.
ე) გააჩნია საინფორმაციო ბარათი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შესაბამისი შეზღუდვებთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრულია ამ წესით ან „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EUsa) 2019/947 of 24 May 2019 on the rules and procedures for the operation of unmanned aircraft “ რეგულაციის შესაბამისა