C6 კლასის უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემას მიეკუთვნება უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემა, რომლის უპილოტო საჰაერო ხომალდზე განთავსებულია ამ წესის N7 დანართის შესაბამისი კლასის იდენტიფიკაციის ეტიკეტი, რომელიც აკმაყოფილებს უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის (UAS) კლასი C3 მიმართ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა ამ წესის 55-ე მუხლის „ბ“ და „კ“ პუნქტებისა და ასევე, დამატებით აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰორიზონტალური ფრენის მაქსიმალური სახმელეთო სიჩქარე არ აღემატება 50 მ/წმ;
ბ) თუ იგი აღჭურვილია გეოინფორმირების ფუნქციით, აკმაყოფილებს ამ წესის 55-ე მუხლის „კ“ პუნქტის მოთხოვნებს;
გ) ფრენისას დისტანციურ პილოტს აწვდის საჭირო ინფორმაციას უპილოტო საჰაერო ხომალდის გეოგრაფიულ მდებარეობასთან, მის სიჩქარესთან და ზედაპირიდან ან აფრენის წერტილიდან სიმაღლესთან დაკავშირებით;
დ) გააჩნია საშუალებები, რომელიც უზრუნველყოფს უპილოტო საჰაერო ხომალდის მიერ წინასწარდაპროგრამებული საჰაერო სივრცის ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების დარღვევის პრევენციას;
ე) გააჩნია შესაბამისი საშუალებები დისტანციური პილოტის მიერ ფრენის დასასრულებლად, რომელიც:
ე.ა) არის საიმედო, პროგნოზირებადი და დამოუკიდებელი ფრენის ავტომატური კონტროლისგან და მიმმართველი სისტემისგან;
ე.ბ) აიძულებს უპილოტო საჰაერო ხომალდს (UA) დაშვებას და ზღუდავს მის სწრაფ ჰორიზონტალურ გადაადგილებას.
ვ) გააჩნია საშუალებები, რომლითაც შესაძლებელია უპილოტო საჰაერო ხომალდის (UA) ფრენის ტრაექტორიის დაპროგრამება;
ზ) გააჩნია ისეთი საშუალება, რომელიც დისტანციურ პილოტს მისცემს შესაძლებლობას მუდმივად აკონტროლოს მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზის ხარისხი და რომელიც დისტანციურ პილოტს გაუგზავნის შეტყობინებას, როდესაც მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი შესაძლებელია დაიკარგოს ან დასუსტდეს იმდენად, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ექსპლუატაციას და დისტანციურ პილოტს გაუგზავნის შეტყობინებას, როდესაც მართვისა და კონტროლის საკომუნიკაციო ხაზი დაკარგულია;
თ) ამ წესის 55-ე მუხლის „პ“ პუნქტის „პ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დამატებით, მომხმარებლის სახელმძღვანელოს გააჩნია:
თ.ა) ფრენის დასრულების საშუალების აღწერა;
თ.ბ) უპილოტო საჰაერო ხომალდის მიერ კონკრეტული საჰაერო სივრცის ფარგლებში ან მოცულობაში შეღწევის შეზღუდვის ფუნქციის აღწერა;
თ.გ) იმ მანძილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ექსპლუატანტის მიერ სახმელეთო რისკის ბუფერის განსაზღვრისას და რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდმა მოსალოდნელია, რომ იფრინოს ამ მუხლის „ე“ პუნქტით აღნიშნული საშუალების ფრენის დასრულების მიზნით აქტივაციის შემდე