შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტირ პარკ მარნეული 2014“ (ს/ნ 434161603) პარტნიორთა კრების ოქმი/შეტყობინება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„ტირ პარკ მარნეული 2014“-ის (ს/ნ 434161603)
პარტნიორთა კრების ოქმი/შეტყობინება
ქ. თბილისი
1. ვალეხ ნასიბოვი – წარმოდგენილი დიმიტრი კარიბოვის მიერ;
2. დიმიტრი კარიბოვი – კრების თავმჯდომარე;
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადდა პარტნიორი მიხეილ მახათაძე, რომელსაც კრების მოწვევის შესახებ ეცნობა წესდებით დადგენილი წესით. ვინაიდან აღნიშნული კრება იყო მოწვეული განმეორებით, 2020 წლის 10 სექტემბრის კრებაზე პარტნიორის გამოუცხადებლობის გამო, კრება ჩაითვალა გადაწყვეტილებაუნარიანად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტირ პარკ მარნეული 2014“-ის პარტნიორებმა ამავე საზოგადოების მიერ 2013 წლის 07 ოქტომბერს დამტკიცებული წესდების (შემდგომში – „წესდება“) შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად კრების გადაწყვეტილებაუნარიანობისა, პარტნიორთა კრება კიდევ ერთხელ გადაიდოს 2020 წლის 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. №33, ოფისი 6, იმავე დღის წესრიგით.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოთ პარტნიორებს კანონმდებლობითა და კომპანიის წესდებით დადგენილი წესით და განემარტოთ, რომ კრებაზე მათი გამოუცხადებლობის შემთხვევაში კრება მიიღებს გადაწყვეტილებას წესდებითა და კანონით განსაზღვრული წესით.
ვალეხ ნასიბოვი – წარმომადგენელი დიმიტრი კარიბოვი
კრების თავმჯდომარე – დიმიტრი კარიბოვი.