საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №046 |
|
2020 წლის 17 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესი
ზოგადი დებულებანი
ეს წესი, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურაში (შემდგომში – პროკურატურა) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
პრაქტიკის მიზანია უმაღლესი იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და სრულყოფის ხელშეწყობა.
პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღებასთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შესაძლოა გაფორმდეს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პრაქტიკაზე მიღება
1. პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით.
2. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას და აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული განათლების მიმღები სტუდენტია.
1. პრაქტიკაზე კონკურსის წესით მიღების თაობაზე კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ წინასწარ, გონივრულ ვადაში.
2. პრაქტიკანტთა ლიმიტი ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის (შემდგომში – გენერალური პროკურორი) მიერ.
პრაქტიკაზე მისაღებ პირთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით.
1. კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებისა და პროგრამის თაობაზე პრაქტიკის გავლის მსურველებს ეცნობებათ წინასწარ, ტესტირებამდე გონივრულ ვადაში.
2. კონკურსის მეორე (გასაუბრების) ეტაპზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველ ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს).
3. პრაქტიკის გავლის მსურველებთან გასაუბრებას ატარებენ გენერალური პროკურორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები.
პრაქტიკანტობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, შესაბამისი თეორიული ან/და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პროკურატურის ორგანოებში.
პრაქტიკის გავლის ვადა, პირობები და პროგრამა
1. პრაქტიკანტს ინდივიდუალურად განესაზღვრება პრაქტიკის გავლის ვადა და პროგრამა.
2. პრაქტიკანტს განესაზღვრება პრაქტიკის ხელმძღვანელი.
3. პრაქტიკანტის პოზიცია არ არის ანაზღაურებადი და პირს არ ეთვლება შრომით სტაჟში.
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს:
ა) პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ დაესწროს საგამოძიებო და საპროკურორო მოქმედებებისა და ღონისძიებების ჩატარებას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) გაეცნოს პროკურატურის შესაბამისი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც დანაყოფის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) შეასრულოს პრაქტიკის ხელმძღვანელისა ან/და პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მითითებები;
ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები;
დ) უზრუნველყოს იმ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პრაქტიკის გავლის პროცესში და რომლის გახმაურებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს გამოძიების, სახელმწიფო ბრალდებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს, ასევე ხელყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
პრაქტიკის ხელმძღვანელი პირადად ან პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლის მეშვეობით აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის პროცესს, პრაქტიკანტს პერიოდულად აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
პრაქტიკის გავლის პროცესს კოორდინაციას უწევს გენერალური პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს პრაქტიკის პროგრამის შესრულება.
თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება
1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკის ხელმძღვანელი აფასებს პრაქტიკანტს.
2. პრაქტიკანტის შეფასების პერიოდულობა და ფორმა შეიძლება განისაზღვროს ინდივიდუალურად.
3. პრაქტიკანტისათვის შეიძლება შეივსოს შეფასების ფორმა (დანართი №1).
1. წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის საზოგადოებრივ აქტივობებში.
2. წარმატებულ პრაქტიკანტებს შესაძლებელია გადაეცეთ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
|
ზოგადი კომპეტენციების შეფასება
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.01.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.11.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №046. სარეგისტრაციო კოდი — 110060080.70.082.016059.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.01.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №046, 17.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5033416/