1. საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:

ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის ნომერი;

გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხ(ებ)ი და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).

2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან, წინამდებარე დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.

3. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით, რჩეულის ან, წინამდებარე დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული პირის მიერ რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

4. სხდომის ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.