1. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-17 მუხლით განსაზღვრული პირი.

2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.

3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, წინამდებარე დებულების მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის / სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, წინამდებარე დებულების მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის კანდიდატურის რეგისტრირებულ სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყება