1. რჩეული, ან წინამდებარე დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი, წარმოდგენილი  კანდიდატურების  დასახელების  შემდეგ,  ითხოვს  მათ  თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის   თანამდებობაზე.

2. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

3. რჩეულის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს  მუნიციპალიტეტის მერი.

4. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

5. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება კრებაზე დამსწრე 1 უხუცესი ქალი და 1 უხუცესი კაცი წევრისა და რჩეულის ან კრების მოდერატორისგან. კომისიას თავმჯდომარეობს რჩეული ან კრების მოდერატორი.

6. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.

7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა. ასეთ შემთხევაში კენჭისყრის პროცედურები ხელახლა ტარდება.

8. იმ შემთხვევაში, თუ რჩეულად დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი, ტარდება ღია კენჭისყრა. მიღებული ხმების დათვლა და ოქმში ასახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 და მე-9-მე-10 პუნქტების შესაბამისად.

9. რჩეულად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ საერთო კრების  დამსწრე  წევრთა უმრავლესობისა.

10. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩევნები ხელახლა ტარდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ   ხმას.

11. არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება რჩეული ან წინამდებარე დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირ