ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2020 წლის 27 ნოემბერი ქ. ოზურგეთი
|
ა) საერთო კრების რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
ბ) საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა, - საკუთარი ბრძანებით;
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური ინლაინ-პლატფორმის ინტეგრირება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, უშუალოდ ამომრჩეველთა მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფისთვის გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურების ელექტრონულად გავლის შესაძლებლობა.
|
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება დასახლების / დასახლების ნაწილის სახელწოდებისა და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) თანასწორობა.
2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე:
ა) შესაბამისი დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ) ამ დასახლებაში / დასახლების ნაწილში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.
4. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – „რჩეული“).
5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომში – „მდივანი“).
6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.
7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.
ა) განიხილოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამის წინადადებები;
ბ) განიხილოს დასახლებაში / დასახლების ნაწილში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების / დასახლების ნაწილის ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით, განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები / პროექტები, შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების / პროექტების მიმდინარეობის შეფასება;
ლ) მიიღოს ინფორმაცია დასახლების / დასახლების ნაწილის მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშაოს წინადადებები მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
მ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ) შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;
ო) განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ / წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;
პ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ / წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ჟ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
რ) განიხილოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;
ს) შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
ტ) უფლებამოსილების ფარგლებში, თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;
უ) განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნციონირებასთან დაკავშირებულ საკითხები;
ფ) მოისმინოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ქ) მოისმინოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დასახლების / დასახლების ნაწილის წარმომადგენელი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ღ) განახორციელოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
ა) შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს (შემდგომ – ამომრჩეველთა არანაკლებ 5%);
ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
ა) შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს.
2. პირველი (დამფუძნებელი) საერთო კრება მოიწვევა იმავე წესით, რაც წინამდებარე დებულებით დადგენილია რეგულარული საერთო კრების მოწვევისთვის.
2. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
3. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;
დ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული.
5. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
6. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
7. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის / სტრუქტურული ერთეულის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
8. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა სიის ფურცლები. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას და საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან. ამომრჩეველთა სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
9. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
10. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
11. მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული 2 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 2 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული ზემოაღნიშნული წესით, ერთი სამუშო დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და საინიციატივო ჯგუფს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით უარი ეთქმება საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე.
12. სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:
ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;
ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);
დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;
ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;
ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის რეგისტრირებული ამ დასახლებაში / დასახლების ნაწილში ან რეგისტრირებულია სხვა დასახლებაში / დასახლების სხვა ნაწილში;
ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;
თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.
13. ხელმოწერ(ებ)ის გაყალბებისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერის უარი ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციაზე გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
15. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე.
16. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში.
17. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი პასუხისმგებელია იმ მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც საერთო კრების მოწვევისთვის განისაზღვრება.
18. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქმნის შესაბამის პირობებს და უზრუნველყოფს, რომ ამ მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლა შესაძლებელი იყოს ასევე ელექტრონულადაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://oz.gov.ge) ინტეგრირებული სპეციალური ონლაინ-პლატფორმის მეშვეობით.
2. მუნიციპალიტეტის მერს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.
3. მუნიციპალიტეტის მერი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, თავად ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის / სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.
4. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 და არაუგვიანეს 30-ე დღისა.
2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
3. განცხადებაში მიეთითება:
ა) საერთო კრების მოწვევის თარიღი;
ბ) საერთო კრების გამართვის დრო და ადგილი;
გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.
4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის მერის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის / სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხისმგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე.
2. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.
3. საერთო კრების სხდომის დაწყებისთანავე წევრები გადიან რეგისტრაციას. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციას და საერთო კრების ორგანიზებას უზრუნველყოფს / უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელე / სტრუქტურული ერთეული ან/და რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
4. წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საერთო კრებას, როგორც წესი, წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული. თუ საერთო კრებას არ ჰყავს რჩეული, ან საერთო კრება მოწვეულია მუნიციპალიტეტის მერის მიერ, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის მომდევნო წევრი, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან, საინიციატივო ჯგუფის თანხმობით, – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
5. საერთო კრების ოქმის შედგენა ევალება საერთო კრების მდივანს. საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრული პირი.
6. საერთო კრება მუშაობს წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელსაც ადგენს კრების ინიციატორი. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს, რომელსაც რჩეული ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი აყენებს კენჭისყრაზე.
7. ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისთვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.
8. კენჭისყრა, როგორც წესი, ღიაა. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს რჩეული, ან ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
9. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს.
10. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კენჭისყრა ტარდება საერთო კრებაზე საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ. კენჭისყრისას საერთო კრებაზე კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ–ცალკე.
11. კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს კრებაზე დამსწრე რეგისტრირებული წევრი.
12. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხ(ებ)ი და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან, წინამდებარე დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით, რჩეულის ან, წინამდებარე დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული პირის მიერ რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
4. სხდომის ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის მერიაში.
ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ) ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში;
ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
თ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს აგრეთვე წინამდებარე დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
3. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება არ აირჩევს საერთო კრების ახალ რჩეულს.
3. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
2. რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და მერიის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.
3. რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, წინამდებარე დებულების მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი პირის / სტრუქტურული ერთეულის მიერ 2 სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, წინამდებარე დებულების მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმება რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
5. მუნიციპალიტეტის მერია, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილი მოხელე რჩეულის კანდიდატურის რეგისტრირებულ სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას.
2. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე და კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
3. რჩეულის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, რომლის ფორმასაც ადგენს მუნიციპალიტეტის მერი.
4. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.
5. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება კრებაზე დამსწრე 1 უხუცესი ქალი და 1 უხუცესი კაცი წევრისა და რჩეულის ან კრების მოდერატორისგან. კომისიას თავმჯდომარეობს რჩეული ან კრების მოდერატორი.
6. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს, რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.
7. ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა. ასეთ შემთხევაში კენჭისყრის პროცედურები ხელახლა ტარდება.
8. იმ შემთხვევაში, თუ რჩეულად დასახელებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი, ტარდება ღია კენჭისყრა. მიღებული ხმების დათვლა და ოქმში ასახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 და მე-9-მე-10 პუნქტების შესაბამისად.
9. რჩეულად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ საერთო კრების დამსწრე წევრთა უმრავლესობისა.
10. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩევნები ხელახლა ტარდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
11. არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება რჩეული ან წინამდებარე დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;
ბ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) ურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
დ) მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;
ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების / დასახლების ნაწილის საერთო კრების წევრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.
ა) საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს. განხილვას შეიძლება ესწრებოდეს საერთო კრების რჩეული;
ბ) დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალური პროგრამები, დასახლებათა საზღვრების ცვლილების საკითხები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ განიხილონ დასახლების / დასახლების ნაწილის შესაბამის საერთო კრებასთან;
გ) უზრუნველყონ დასახლების / დასახლების ნაწილის საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები, ამასთან, საერთო კრებების ორგანიზებისთვის და ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი სახსრები არ შეიძლება იყოს წინა წელს გამოყოფილ სახსრებზე ნაკლები;
ბ) უზრუნველყონ ტექნიკური და პროგრამული პლატფორმის შექმნა რჩეულ(ებ)ისთვის საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიცირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის მიმართულებით.
საერთო კრებათა სახელწოდებები და საზღვრები
|