დანართი №1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება

წინამდებარე დებულება ადგენს საერთო კრების შექმნის წესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებაში, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევის, კრებაზე საკითხების ინიციირების, კენჭისყრის გამართვის და საქმიანობის წესებს, საერთო კრების რჩეულის უფლებებსა და მოვალეობებს, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს.თავი I
ზოგადი დებულებე