ა) საერთო კრების რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;

ბ) საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა, - საკუთარი ბრძანებით;

გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალური ინლაინ-პლატფორმის ინტეგრირება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, უშუალოდ ამომრჩეველთა მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფისთვის გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურების ელექტრონულად გავლის შესაძლებლობა