საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) განიხილოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამის წინადადებები;
ბ) განიხილოს დასახლებაში / დასახლების ნაწილში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, კერძოდ, დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების / დასახლების ნაწილის ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით, განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები / პროექტები, შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების / პროექტების მიმდინარეობის შეფასება;
ლ) მიიღოს ინფორმაცია დასახლების / დასახლების ნაწილის მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშაოს წინადადებები მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
მ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ) შეიმუშაოს წინადადებები მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით;
ო) განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ / წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები;
პ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ / წარმომადგენლობით ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები დასახლების განვითარების პრიორიტეტების შესახებ;
ჟ) შეიმუშაოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
რ) განიხილოს დასახლებისთვის / დასახლების ნაწილისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშაოს წინადადებები;
ს) შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში / დასახლების ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
ტ) უფლებამოსილების ფარგლებში, თხოვნით მიმართოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთო კრების ცალკეული უფლებამოსილების განხორციელებაში დახმარების შესახებ;
უ) განიხილოს დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნციონირებასთან დაკავშირებულ საკითხები;
ფ) მოისმინოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ქ) მოისმინოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ დასახლების / დასახლების ნაწილის წარმომადგენელი მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;
ღ) განახორციელოს წინამდებარე დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებ