1. საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში რეგისტრირებული ამომრჩეველი.

2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე:

ა) შესაბამისი დასახლების / დასახლების ნაწილის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) ამ დასახლებაში / დასახლების ნაწილში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით.

4. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – „რჩეული“).

5. საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომში – „მდივანი“).

6. საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს შესაბამის დასახლებაში / დასახლების ნაწილში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.

7. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობ