„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 ივნისის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №712 |
|
2020 წლის 27 ნოემბერი ქ. თბილისი |
„4. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებობს ბაზარზე სერტიფიცირებული თესლის განთავსებასთან დაკავშირებით დროებითი სირთულეები (საფრთხე ექმნება სასურსათო უსაფრთხოებას), სერტიფიცირების ორგანომ შესაძლებელია, გასცეს სერტიფიკატი და ბაზარზე დაშვებულ იქნეს თესლი (გარდა საბაზისო თესლისა), რომელიც არ აკმაყოფილებს თესლის მინიმალური აღმოცენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და აღნიშნულის შესახებ უნდა გაკეთდეს სპეციალური მითითება შესაბამის ეტიკეტზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სათესლე მასალაზე გაცემულ სერტიფიკატში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებთან ერთად, რომელთა მიმართებითაც ტარდება შესაბამისობის შეფასება, ასევე უნდა მიეთითოს:
ა) მოსალოდნელი მინიმალური აღმოცენების უნარი;
ბ) სირთულის არსებობის შესახებ დოკუმენტური დასაბუთება;
გ) ბაზარზე განთავსების არეალი, სადაც ასეთი სირთულე არსებობს.“.
|