„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№165
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №165

2020 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც დამტკიცებულია „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმით.“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №71 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
danart_ 165 redact.docx

დანართი №71 

მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ფორმის ტანსაცმელი

(გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა)

პლანშეტი №1 – ლურჯი ფერის შარვალი, ქურთუკი, კეპი, მაშველის ჩაფხუტი, უსაფრთხოების ფეხსაცმელი

შარვალს აქვს ფოსფორისფერი შუქამრეკლი ლენტები. ქურთუკი გაწყობილია ფოსფორისფერი შუქამრეკლი ლენტებით.

ქურთუკის მკერდის არეში, შუა ნაწილის ზედა მხარეს დამაგრებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი. ქურთუკის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს, ჯიბის სარქველზე, დამაგრებულია თეთრი ფერის საღებავით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“. ქურთუკის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველზე, დამაგრებულია თეთრი ფერის საღებავით შესრულებული გვარის აღმნიშვნელი.

ქურთუკის მარცხენა მკლავის არეში განთავსებულია სახელმწიფო დროშა. ქურთუკის მარჯვენა მკლავის არეში განთავსებულია ემბლემა.

ქურთუკის ზურგის არეში განთავსებულია ემბლემა.

წინაფრიანი ქუდის წინა მხარეს განთავსებულია ემბლემა. უკანა მხარეს მარეგულირებელზე განთავსებულია ემბლემა/ან ემბლემის გარეშე.

წითელი ფერის ჩაფხუტის ორივე მხარეს განთავსებულია ემბლემა.

პლანშეტი №2 – მაისური ლურჯი ფერის

მაისურს აქვს მოკლე სახელო და მრგვალი ყელი. მაისურის მკერდისა და ზურგის არეში განთავსებულია ემბლემა. მაისურს წინა მხარეს, მკერდის არეში, ემბლემის ქვედა მხარეს აქვს თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

პლანშეტი №3 – მაისური ლურჯი ფერის

მაისურს აქვს მოკლე სახელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე. მაისურის მარჯვენა მკლავის არეში განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარცხენა ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

მაისურის ზურგის არეში განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მეხანძრე-მაშველის ყოველდღიური ფორმის ტანსაცმელი

(ზამთრის)

პლანშეტი №4 – ლურჯი ფერის შარვალი, ქურთუკი მოსახსნელი მათბუნებლით და კაპიშონით,

ნაქსოვი ქუდი, ხელთათმანი, მაშველის ჩაფხუტი, უსაფრთხოების ფეხსაცმელი

შარვალს აქვს ფოსფორისფერი შუქამრეკლი ლენტები. ქურთუკი გაწყობილია ფოსფორისფერი შუქამრეკლი ლენტებით.

ქურთუკის მკერდის არეში, შუა ნაწილის ზედა მხარეს დამაგრებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი. ქურთუკის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს, ჯიბის სარქველზე, დამაგრებულია თეთრი ფერის საღებავით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“. ქურთუკის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველზე, დამაგრებულია თეთრი ფერის საღებავით შესრულებული გვარის აღმნიშვნელი.

ქურთუკის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა. ქურთუკის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა. ქურთუკის ზურგის არეში განთავსებულია ემბლემა.

ნაქსოვ ქუდსა და ხელთათმანებზე განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

ჩაფხუტის ორივე მხარეს განთავსებულია ემბლემა.

მეხანძრის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი და ჟეტონი

პლანშეტი №5 – ქურთუკი, შარვალი, მეხანძრის დამცავი ფეხსაცმელი (ცეცხლგამძლე), ჩაფხუტი (ცეცხლგამძლე), ხელთათმანი (ცეცხლგამძლე).

შარვალი დამზადებულია ცეცხლგამძლე მასალისაგან.

ქურთუკის ზურგის არეში, განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

მაღალყელიანი სპეციალური ფეხსაცმელი.

წითელი ფერის მეხანძრის ჩაფხუტის ორივე მხარეს განთავსებულია ემბლემა.

ხუთთითიანი მეხანძრის ხელთათმანი დამზადებულია ცეცხლგამძლე მასალისაგან.

პლანშეტი №6 – მეხანძრე-მაშველისათვის განკუთვნილი ჟეტონი

ჟეტონზე აღინიშნება პირადი ნომერი და სისხლის ჯგუფი.

ფორმის ტანსაცმელი წყალზე სამაშველო საქმიანობისთვის

პლანშეტი №7 – წითელი ფერის მაისური, შორტი, მზისგან დამცავი ქუდი, სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი

მაისურს აქვს მოკლე სახელო, გარეზინებული სახელოს ბოლო, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურს წინა მხარეს, მკერდის არეში, ზედა შუა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ემბლემის ქვემოთ განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურს ზურგის არეში განთავსებული აქვს თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით, ქართულ და ლათინურ ენებზე – „ მაშველი“ „LIFEGUARD”.

შორტის წინა მხარეს განთავსებულია ემბლემა, ემბლემის გასწვრივ განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

წინაფრიანი ქუდის წინა მხარეს განთავსებული აქვს ემბლემა. უკანა მხარეს მარეგულირებელზე განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

სათხილამურო ფორმა და აღჭურვილობა

D:\ბრძანება\ტანსაცმლის პროექტი 2019 წელი\ფლისე-1.jpg

პლანშეტი №8 – ქურთუკი ( სამთო) დათბილული

D:\ბრძანება\ტანსაცმლის პროექტი 2019 წელი\ფლისე სამთ1.jpg

პლანშეტი №9 – ქურთუკის ქვეშ ჩასაცმელი „ფლისე“ (სამთო)

D:\ბრძანება\ტანსაცმლის პროექტი 2019 წელი\სამთო შარვალი-1.jpg

პლანშეტი №10 – ტექნიკური სამთო-სათხილამურო შარვალი

პლანშეტი №11 – მჭიდრო ქუდი

პლანშეტი №12 – სამაშველო ხელთათმანი

პლანშეტი №13 – ნიღაბი (სამთო)

პლანშეტი №14 – თერმო მაისური

პლანშეტი №15 – თერმო შარვალი

პლანშეტი №16 – თერმო წინდა

D:\ბრძანება\ტანსაცმლის პროექტი 2019 წელი\ბთინკი სათხილ-1.jpg

პლანშეტი №17 – სათხილამურო ფეხსაცმელი

პლანშეტი №18 – მთის ბათინკი

პლანშეტი №19 – სათხილამურო ჩაფხუტი

ჩაფხუტის წინა მხარეს განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №20 – თხილამური

პლანშეტი №21 – თხილამურის ჯოხი

პლანშეტი №22 – სათხილამურო სათვალე

განმასხვავებელი ჟილეტი

პლანშეტი №23 – განმასხვავებელი ჟილეტი

განმასხვავებელი ჟილეტი, წითელი ფერის, ჟილეტის წინა კალთაზე ჰორიზონტალურად – განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა ქართულ ენაზე „მაშველი“, გულმკერდის არეში მარჯვენა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

განმასხვავებელი ჟილეტის უკანა მხარეს, ზურგზე განთავსებულია ემბლემა, ხოლო ჰორიზონტალურად განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა ლათინურ ენაზე , „LIFEGUARD”.

წყალზე მეხანძრე-მაშველის (მყვინთავის) ფორმა

პლანშეტი №24 – წყალზე მეხანძრე-მაშველის (მყვინთავის) კოსტუმი

პლანშეტი №25 – წყალზე მეხანძრე-მაშველის (მყვინთავის) ფეხსაცმელი

პლანშეტი №26 – წყალზე მეხანძრე-მაშველის (მყვინთავის) ხელთათმანი

პლანშეტი N27 – წყალზე მეხანძრე-მაშველის (მყვინთავის) მშრალი ტიპის კოსტუმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის

ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურეთა უნიფორმა

პლანშეტი №28 – ლურჯი ფერის მაისური გრძელი სახელოთი, ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი

მაისურს აქვს გრძელი სახელო, სახელოს ბოლო გარეზინებული/ან ე.წ „მანჟეტით“, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მაისურის მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა, მარცხენა ზედა მხარეს მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებული აქვს თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

წინაფრიანი ქუდის წინა მხარეს განთავსებული აქვს ემბლემა.

უკანა მხარეს აქვს ზომის მარეგულირებელი, მარეგულირებელზე განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №29 – ლურჯი ფერის მაისური მოკლე სახელოთი

მაისურს აქვს მოკლე სახელო, გარეზინებული სახელოს ბოლო, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარცხენა ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურის ზურგის არეში განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

პლანშეტი №30 – ლურჯი ფერის ქურთუკი მათბუნებლით და ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი

ქურთუკს აქვს გრძელი სახელო, აქვს მათბუნებელი. ქურთუკის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო ქურთუკის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია ემბლემა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

ქურთუკს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდს აქვს ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №31 – ლურჯი ფერის ჟილეტი

ჟილეტის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს განთავსებულია ემბლემა. ჟილეტის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

ჟილეტის ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

პლანშეტი №32 – ლურჯი ფერის შარვალი

პლანშეტი №33 – თბილი სვიტერი

სვიტერს აქვს გრძელი სახელო. მარჯვენა სახელოს არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი.

მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა, სვიტერს წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

სვიტერს წინა, მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური “.

სვიტერს უკანა მხარეს, ზურგის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

სვიტერის საყელოზე, უკანა მხარეს განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №34 – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა მოკლე

ლურჯი ფერის საწვიმარის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

პლანშეტი №35 – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა გრძელი

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

პლანშეტი №36 – ფორმის ქამარი

პლანშეტი №37 – ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა)

პლანშეტი №38- ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი მათბუნებლით (ზამთარი)

სპეციალური ტანსაცმელი

პლანშეტი №39 – ქიმიურად საფრთხის შემცველ მასალებთან სამუშაო უნივერსალური ტიპის დამცავი ფორმა – ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის

სხვა მოსამსახურეთა უნიფორმა

პლანშეტი №40 – მაისური ლურჯი ფერის და წინაფრიანი ქუდი

მაისურს აქვს მოკლე სახელო, გარეზინებული სახელოს ბოლო, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მაისურის მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა. მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარცხენა ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურის ზურგის არეში განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

წინაფრიანი ქუდის წინა მხარეს განთავსებული აქვს ემბლემა.

უკანა მხარეს მარეგულირებელზე განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №41 – ლურჯი ფერის მაისური გრძელი სახელოთი

მაისურს აქვს გრძელი სახელო, სახელოს ბოლო გარეზინებული/ან ე.წ „მანჟეტით“, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მარჯვენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარცხენა ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებული აქვს თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

პლანშეტი №42 – ლურჯი ფერის ქურთუკი მათბუნებლით და ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი

ქურთუკს აქვს გრძელი სახელო, აქვს მათბუნებელი. ქურთუკის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო ქურთუკის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია ემბლემა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

ქურთუკს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

ლურჯი ფერის ნაქსოვ ქუდს აქვს ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №43 – ლურჯი ფერის ჟილეტი

ჟილეტის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს განთავსებულია ემბლემა. ჟილეტის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო “.

ჟილეტის ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

პლანშეტი №44 – ლურჯი ფერის შარვალი

პლანშეტი №45 – თბილი სვიტერი

სვიტერს აქვს გრძელი სახელო. მარჯვენა სახელოს არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი.

მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა, სვიტერს წინა მარჯვენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია ემბლემა.

სვიტერს წინა მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო“.

სვიტერს უკანა მხარეს, ზურგის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

სვიტერს საყელოზე უკანა მხარეს განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №46 – ფორმის ქამარი

პლანშეტი №47 – ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა)

პლანშეტი №48 – ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი მათბუნებლით (ზამთარი)

პლანშეტი №49 ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა მოკლე

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

პლანშეტი №50 – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა გრძელი

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

პლანშეტი №51 – მაისური ბორდოს ფერი

მაისურს აქვს მოკლე სახელო, გარეზინებული სახელოს ბოლო, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მაისურის მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა, ემბლემის გარშემო წრიულად განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურის ზურგის არეში განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „ოპერატორი“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მოსამსახურეთა უნიფორმა

პლანშეტი №52 – ლურჯი ფერის მაისური გრძელი სახელოთი, ლურჯი ფერის წინაფრიანი ქუდი

მაისურს აქვს გრძელი სახელო, სახელოს ბოლო გარეზინებული/ან ე.წ „მანჟეტით“, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებული აქვს თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

წინაფრიანი ქუდის წინა მხარეს განთავსებული აქვს ემბლემა.

უკანა მხარეს აქვს ზომის მარეგულირებელი, მარეგულირებელზე განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №53 – ლურჯი ფერის მაისური მოკლე სახელოთი

მაისურს აქვს მოკლე სახელო, გარეზინებული სახელოს ბოლო, გარეზინებული გადაფენილი საყელო, რომელიც იკვრება სამ ღილზე.

მაისურის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო მაისურის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

მაისურის წინა, მარჯვენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია ემბლემა.

მაისურის წინა, მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

მაისურის ზურგის არეში განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

პლანშეტი №54 – ლურჯი ფერის ქურთუკი მათბუნებლით და ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი

ქურთუკს აქვს გრძელი სახელო, აქვს მათბუნებელი. ქურთუკის მარჯვენა მკლავის არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი, ხოლო ქურთუკის მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია ემბლემა.

ქურთუკის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

ქურთუკს ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

ლურჯი ფერის ნაქსოვ ქუდს აქვს ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №55 – ლურჯი ფერის ჟილეტი

ჟილეტის მკერდის არეში, მარჯვენა მხარეს განთავსებულია ემბლემა. ჟილეტის მკერდის არეში, მარცხენა მხარეს, ჯიბეზე დამაგრებულია თეთრი ფერით შესრულებული წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“.

ჟილეტის ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა მომრგვალებული და სწორი ასოებით „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

პლანშეტი №56 – ლურჯი ფერის შარვალი

პლანშეტი №57 – თბილი სვიტერი

სვიტერს აქვს გრძელი სახელო. მარჯვენა სახელოს არეში, ზედა მხარეს, განთავსებულია წოდებრივი განმასხვავებელი ნიშანი.

მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია სახელმწიფო დროშა, სვიტერს წინა მხარეს, მკერდის არეში, მარჯვენა ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

სვიტერს წინა მარცხენა ზედა მხარეს, მკერდის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა – „შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური “.

სვიტერს უკანა მხარეს, ზურგის არეში, განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

სვიტერის საყელოზე უკანა მხარეს განთავსებულია ემბლემა ან ემბლემის გარეშე.

პლანშეტი №58 – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა მოკლე

ლურჯი ფერის საწვიმრის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

პლანშეტი №59 – ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა გრძელი

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადის მარჯვენა ზედა ნაწილში განთავსებულია ემბლემა, ზურგის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია თეთრი ფერის წარწერა „სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო“.

პლანშეტი №60 – ფორმის ქამარი

პლანშეტი №61 – ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი (გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა)

პლანშეტი №62 – ყოველდღიური ფორმის ფეხსაცმელი მათბუნებლით (ზამთარი)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა

სააღლუმე ფორმის ტანსაცმელი

ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №63 – მამაკაცის ფორმა

ზაფხულის სააღლუმო ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; მოკლე სახელოებიანი, თეთრი პერანგი სალტეთი და გახსნილი საყელოთი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №64 – მამაკაცის ფორმა

მუქი ლურჯი ფერის შარვალი; მუქი ლურჯი პიჯაკი(ფრენჩი); მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

ზაფხულის სააღლუმო ფორმა ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა

პლანშეტი №65 – ქალის ფორმა

ზაფხულის სააღლუმო ფორმა მუქი ლურჯი ფერის ქვედაკაბა; მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

ზაფხულის გამოსასვლელი ფორმა – მუქი ლურჯი ფერის ქვედაკაბა; მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; მოკლე სახელოებიანი თეთრი პერანგი სალტეთი და გახსნილი საყელოთი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. მარცხენა მკლავის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო სააღლუმო ფორმა

პლანშეტი №66 – ქალის ფორმა

მუქი ლურჯი ფერის ქვედაკაბა; მუქი ლურჯი პიჯაკი (ფრენჩი); მუქი ლურჯი ბერეტი შსს-ს გერბით; თეთრი პერანგი; შავი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.მარცხენა მაისურის არეში, ზედა მხარეს განთავსებულია ემბლემა.

წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები

D:\Users\tchanturaia\Desktop\sajaro info\new.jpg

პლანშეტი №67 – წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (დროშა და ემბლემა)

D:\Users\tchanturaia\Desktop\sajaro info\thumbnail_1603200362140blob.png

პლანშეტი №68 – ემბლემა

ვერცხლის ზეაღმართული ლომი დატანილია მრგვალი ემბლემის ლაჟვარდის ველზე, მეწამული სამი სტილიზებული სამკუთხედით შედგენილი ელვისებრი სამკუთხა ლაჟვარდის ველის შუაგულში. ემბლემას გარშემოვლებული აქვს ვერცხლის წრიული არშია, რომლის ვერცხლის ველზე ლაჟვარდის მთავრული ასო-ნიშნებით გარშემოწერილია „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ – „შსს“. წარწერებს შუაზღუდედ უზის ვერცხლის ორი ჰერალდიკური ჯვარი.

პლანშეტი №69 – დროშა

დროშის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ემბლემის მთავარი სიმბოლო.

პლანშეტი №70 – სამკლაური

მომრგვალებული ვერცხლის ტოლი გვერდების მქონე წვერით დაშვებული სამკუთხა სამკლაურის ლაჟვარდის ველზე დატანილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სიმბოლო. სამკლაურის ზედა გვერდთან დატანილია ვერცხლის მთავრული ასო-ნიშნებით შედგენილი ზედწარწერა „საქართველო“, დაშვებულ წვეროსთან ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავი. სამკლაურს გარშემოვლებული აქვს ვერცხლის კანტი.

C:\Users\User\Desktop\icdo_emblem.jpg

პლანშეტი №71 – სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი

ნარინჯისფერ ფონზე გამოსახული ლურჯი ფერის ტოლფერდა სამკუთხედი.