„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017145
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №40

2021 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) პირველი მუხლით დამტკიცებული:

1. №64 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. №91 დანართი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №64

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა (მამაკაცი) სააღლუმე უნიფორმა და ატრიბუტიკა

1. პიჯაკი – შავი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე სამინისტროს ადმინისტრაციის (შემდგომ - ადმინისტრაცია) სამკლავურის ემბლემა (შევრონი), მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა - გვარი ქართულ ან/და ლათინურ ენაზე; შარვალი – შავი ფერის, კლასიკური სტილის; პერანგი გრძელი და მოკლე მკლავით – თეთრი ფერის; ჰალსტუხი – შავი ფერის; წინაფრიანი ქუდი - შავი ფერის, ადმინისტრაციის ქუდის ემბლემით (კოკარდა); ქამარი - ფერი შავი; სააღლუმე ღილი - ოქროსფერი, სამინისტროს ემბლემით.

2. მოკლე პალტო (მანტო) – ორბორტიანი, შავი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე ადმინისტრაციის სამკლავურის ემბლემა (შევრონი).

პლანშეტი №2

ადმინისტრაციის მოსამსახურეთა (ქალი) სააღლუმე უნიფორმა და ატრიბუტიკა

1. პიჯაკი – შავი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე ადმინისტრაციის სამკლავურის ემბლემა (შევრონი), მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა - გვარი ქართულ ან/და ლათინურ ენაზე; ქვედაბოლო – შავი ფერის; პერანგი გრძელი და მოკლე მკლავით – თეთრი ფერის; ჰალსტუხი – შავი ფერის; ბერეტი - შავი ფერის ადმინისტრაციის ქუდის ემბლემით (კოკარდა); სააღლუმე ღილი - ოქროსფერი, სამინისტროს ემბლემით.

2. მოკლე პალტო (მანტო) – შავი ფერის, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა და ფურნიტურა, მარცხენა მკლავზე ადმინისტრაციის სამკლავურის ემბლემა (შევრონი).


პლანშეტი №3

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს საველე -ოპერატიული უნიფორმა (ზაფხული - ზამთარი)

1. საველე - ოპერატიული უნიფორმა (საზაფხულო) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის საველე ხალათი, მარცხენა მკლავზე საველე-ოპერატიული სამკლავურის ემბლემა (შევრონი), მარჯვენა მხარეს სამკერდე წარწერა - გვარი ქართულ ან/და ლათინურ ენაზე, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; შარვალი და კეპი ან/და პანამა.

2. საველე-ოპერატიული უნიფორმა (ზამთრის) – დამცავი (კომუფლირებული/მულტიკამი) ფერის ქურთუკი, მარცხენა მკლავზე საველე-ოპერატიული სამკლავურის ემბლემა (შევრონი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა; შარვალი მათბუნებლით; ნაქსოვი კოიოტის ფერის ქუდი; კოიოტის ფერის ნაქსოვი ხელთათმანი; შავი ან კოიოტის ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

3. საწვიმარი ლაბადა - მულტიკამი.

4. საველე - ოპერატიული უნიფორმის შესაბამისი აღჭურვილობა.

5. მაღალყელიანი ფეხსაცმელი – შავი ფერის ან კოიოტი.

პლანშეტი №4

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმა

1. მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო უნიფორმა – მოკლემკლავიანი მუქი რუხი ფერის მაისური, მკლავებზე წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით და ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემით (შევრონი); მარცხენა მკერდზე წარწერა „შსს“, ზურგზე წარწერა „ადმინისტრაცია“, საყელოზე ლათინური წარწერა „POLICE“; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი, ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი ქუდის ემბლემით (კოკარდა); შავი ფერის ქამარი.

2. მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო – საშემოდგომო უნიფორმა – მუქი რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მკლავებზე წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით და ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემით (შევრონი); შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი, ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი ქუდის ემბლემით (კოკარდა); შიდა თეთრი მაისური.

3. ქალბატონის ყოველდღიური საზაფხულო უნიფორმა – მოკლემკლავიანი მუქი რუხი ფერის მაისური, მკლავებზე წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით და ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემით (შევრონი), მარცხენა მკერდზე წარწერა „შსს“, ზურგზე წარწერა „ადმინისტრაცია“, საყელოზე ლათინური წარწერა „POLICE“; შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი, ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი ქუდის ემბლემით (კოკარდა); შავი ფერის ქამარი.

4. ქალბატონის ყოველდღიური საგაზაფხულო – საშემოდგომო უნიფორმა – მუქი რუხი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მკლავებზე წოდების შესაბამისი ატრიბუტიკით და ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემით (შევრონი); შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი, ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი ქუდის ემბლემით; შიდა თეთრი მაისური.

5. შემოდგომა - ზამთრის ყოველდღიური უნიფორმა – ქურთუკი (მამაკაცი/ქალბატონი) – შავი ფერის, მათბუნებლით, მარცხენა მკერდზე და ზურგზე წარწერით „პოლიცია“; ჟილეტი (მამაკაცი/ქალბატონი) – შავი ფერის, მარცხენა მკერდზე წარწერით „შსს“, ზურგზე წარწერით „პოლიცია“; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა.

პლანშეტი №5

ადმინისტრაციის სამკლავურის ემბლემა (შევრონი), ქუდის ემბლემა (კოკარდა) და ატრიბუტიკა

ადმინისტრაციის სამკლავურის ემბლემა (შევრონი) და ადმინისტრაციის ქუდის ემბლემა (კოკარდა) - ოქროსფერი კანტით შემოვლებული სტილიზებული ფარის შავ ველზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა, გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, ზედა ნაწილში სადევიზე თეთრ ბაფთაზე შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე ,,ადმინისტრაცია“; სააღლუმე ფორმის ღილი - ოქროსფერი, ცენტრში გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; სამკერდე გვარი - ოქროსფერი, შავი ფერის ჩარჩოში, ქართულ და ლათინურ ენებზე შესრულებული შავი ფერის წარწერა; ქამარი - შავი ფერის, ლათინური წარწერით „POLICE“.

პლანშეტი №6

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემა (შევრონი), ქუდის ემბლემა (კოკარდა) და ატრიბუტიკა

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს ყოველდღიური უნიფორმისათვის განკუთვნილი სამკლავურის ემბლემა (შევრონი) და ქუდის ემბლემა (კოკარდა) - მრგვალი ოქროსფერი კანტით შემოვლებულ შავ ველზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა, გარშემო ოქროსფერი ვაზის წნულის ორნამენტით, ზედა ნაწილში სადევიზე თეთრ ბაფთაზე ოქროსფერი წარწერა ქართულ ენაზე „შინაგან საქმეთა სამინისტრო“, ხოლო ქვედა ნაწილში „ადმინისტრაცია“; სამკერდე გვარი - შავ ფონზე, ქართულ და ლათინურ ენებზე შესრულებული ოქროსფერი წარწერა; სამკერდე წარწერა პოლიცია/POLICE - შავ ფონზე, ქართულ და ლათინურ ენებზე შესრულებული ოქროსფერი წარწერა; ქამარი - შავი ფერის, ლათინური წარწერით „POLICE“.

პლანშეტი №7

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს საველე-ოპერატიული სამკლავურის ემბლემა (შევრონი) და ატრიბუტიკა

ადმინისტრაციის სამობილიზაციო და ოპერატიულ - სამორიგეო სამმართველოს საველე-ოპერატიული სამკლავურის ემბლემა (შევრონი) - სტილიზებული ფარის მუქ ხაკისფერ ველზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა, გარშემო შავი ფერის ვაზის წნულის ორნამენტით, შევრონის ზედა ნაწილში ყავისფერ მწვანე (ხაკი) ფონზე შავი ფერის კანტით გამოსახულ სადევიზე ბაფთაზე შავი ფერის წარწერა ქართულ ენაზე ,,ადმინისტრაცია“; სამკერდე გვარი - ყავისფერ მწვანე (ხაკი) ფონზე, ქართულ და ლათინურ ენებზე შესრულებული შავი ფერის წარწერა; სამკერდე წარწერა პოლიცია/POLICE - ყავისფერ მწვანე (ხაკი) ფონზე, ქართულ და ლათინურ ენებზე შესრულებული შავი ფერის წარწერა; საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი 8

წოდების აღნიშვნები – სამხრეებისა და სამკლავე დანაკერების სახით