საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
მიღების თარიღი 11.12.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირები) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან მოსახლეობისა და ზოგიერთი პირის (ფიზიკური და იურიდიული) გათავისუფლების შესახებ საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (ფიზიკური პირების) დასუფთავების მოსაკრებლისაგან განთავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2020 წლის 11 დეკემბერი
ქ. ბათუმი
საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლისა და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გათავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის, თებერვლის თვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 2🔗
დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან დაწესებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთაც ამ დადგენილების პირველი და მეორე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდზე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე (რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას), გარდა ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. უარის თქმის შესახებ განცხადებით უნდა მიმართონ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან/და შპს „სანდასუფთავებას“.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე