„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.017097
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №171

2020 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2018, 040030000.22.034.016716) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიზანია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება, მის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს კონტროლი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, მომსახურების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება;“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) სააგენტოს სახელით განსაზღვრავს ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების პირობებსა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან სააგენტოს მიერ მისაღებ შემოსავლების ოდენობას;“.

3. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, განახორციელოს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა;

ბ) სატრანსპორტო საშუალებებით მოვაჭრე (ავტობაზრობა, ავტოცენტრი ან სხვა), მოგირავნე ან ლიზინგის გამცემი ორგანიზაციისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“-„ზ“, „ზ2“-„თ“, „პ“, „ფ2“, „ფ3“, „ღ“, „შ“, „შ1“, „ც“, „წ“ ან/და „ჰ1“ „ჰ2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების ხელშემკვრელი მხარის (ორგანიზაციის) ტერიტორიაზე გაწევა (ადგილზე მომსახურება) და ამ მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელის/თანამშრომლების განთავსება.“.

 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ გომელაური