შპს „ვარციხე-2005-ისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
მიღების თარიღი 10.12.2020
ძალაში შესვლა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №738
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022460
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია | პრემიერ - მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე (თბოელექტროსადგურებზე) საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №2/23/1652 გიორგი ცააძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თეიმურაზ ტუღუშის თანმხვედრი აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №2/23/1652 განჩინებასთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ზოგიერთ მწარმოებელზე საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ვარციხე-2005-ისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №738
2020 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ვარციხე-2005-ისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების შესახებ
მუხლი 1🔗
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხისა და ფასის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ვარციხე-2005-ს“, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, დაეკისროს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განისაზღვროს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლად 2030 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის, მისი კუთვნილი ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის − ვარციხეჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელსაც ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრულ შესაბამის საანგარიშო პერიოდში არ მოიხმარენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ (ან ამ მუხლით გათვალისწინებული ობიექტების მიმართ მისი უფლებამონაცვლის) საკუთრებაში არსებული ის ობიექტები, რომლებსაც შპს „ვარციხე-2005“, ამ დადგენილების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით, პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე აწვდით ელექტროენერგიას.
მუხლი 2🔗
1. შპს „ვარციხე-2005“ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საჯარო მომსახურებას ახორციელებს ვარციხეჰესის მეშვეობით, საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“ გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. შპს „ვარციხე-2005“ ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების:
ა) ამოქმედებამდე, თავის მომსახურებას აგრძელებს გარდამავალ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, შპს „ვარციხე-2005“ ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობს კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება არ ვრცელდება ვარციხეჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილზე, რომელსაც მოიხმარენ იმავე მუხლით გათვალისწინებული ობიექტები.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის ტარიფის დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ.
მუხლი 5🔗
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების რეგულარული გადახედვა მისი საჭიროებისა და ზემოქმედების შედეგების განსაზღვრის მიზნით და საქართველოს მთავრობისთვის სათანადო ინფორმაციისა და წინადადებების წარმოდგენა.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია