📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 04.12.2020
ძალაში შესვლა 01.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №732
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022472
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.12.2020 მიღება
01.03.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 03.10.2024 ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 82% 08.10.2025 ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 03.10.2024 ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 03.10.2024 „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 04.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №732 2020 წლის 4 დეკემბერი    ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 5 თებერვლის №5706-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი). მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის  მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა კლასის შენობა-ნაგებობაზე, გარდა: ა) ინდივიდუალური ერთ ან ორ ერთეულიანი (ბინიანი) საცხოვრებელი სახლებისა  და მათი დამხმარე ნაგებობების, ასევე მათთან დაკავშირებული ადგილებისა და საშუალებებისა; ბ) II, III, IV, V კლასის აშენებული და მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა. მუხლი 3🔗 აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან იმ ვადებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მისაწვდომობის ეროვნული გეგმით.  მუხლი 4🔗 თუ ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნის სრულად უზრუნველყოფა ტექნიკურად შეუძლებელია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების „მისაწვდომობის ეროვნულ სტანდარტებთან“ შესაბამისობისათვის, ამ შემთხვევაში მისაწვდომობა მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი მარტიდან. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია