წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2020 წლის 25 დეკემბერი ქ. წყალტუბო |
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 16261,5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 13 111,5 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 170. 0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2980,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 12 238,1 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 3 967,8 ათასი ლარით. მათ შორის,
ა) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა - 4 067,8 ათასი ლარით თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
ბ) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება - 100,0 თასი ლარით:
ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რეადაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 55,6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4 023,4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
2. განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2020 წლის 01 იანვრის მდგომარეობით არსებული ნაშთიდან 4 525 743 ლარიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ვალდებულებები განისაზღვრა 1 355 829 ლარით, 2019 წლის გარდამავალი პროექტები, რომელთა ტენდერები გამოცხადდა 2020 წელს და არ დასრულებულა - 233 900 ლარი და თავისუფალი ნაშთი 2 744 177 ლარი. მათ შორის ადგილობრივი სახსრების ნაშთი არის 3 786 605 ლარი, ხოლო ტრანსფერი 739 138 ლარი, კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით 492 699 ლარი, შპს „ტობე“-ს მიმართ ასანაზღაურებელი ვალდებულება მიმდინარე სასამართლო დავის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №35 განკარგულებით 46 174 ლარი, გზების საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით 82 322 ლარი, გზების საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1982 განკარგულებით (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია) – 955 ლარი თავისუფალი ნაშთი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით 1554 ლარი, გზის სამუშაოს საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №2367 განკარგულებით 3 782 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 თებერვლის №215 განკარგულებით 2 356 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 აპრილის №986 განკარგულებით 3 432 ლარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები - საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით 85 815 ლარი, საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება და ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია, მათ შორის საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულებით გასაწერია 10 266 ლარი, კერძოდ: სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობის მშენებლობის სამუშაოებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოების საგარანტიო. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებიდან გასაწერია 9 783 ლარი, კერძოდ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საგარანტიო.
სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის შესაბამისად 2021 წლის 01 იანვრისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 394.0 ათ ლარს, 2021 წლისთვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) იგეგმება ვალის შემცირება 83.7 ათ. ლარით. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს დარჩება ვალი 310.5 ათ. ლარი. |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 008,6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების რეაბილიტირება, რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მდინარეებზე ხიდ-ბოგირების მოწყობა, რეაბილიტაცია. ასევე საჭიროების შემთხვევაში გზის თოვლის საფარისგან გაწმენდა, ორმოული შეკეთება და სტიქიისა შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1100,9 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2700,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
|
პროგრამული კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი |
||
|
სულ |
მათ შორის |
|||
|
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები |
საკუთარი შემოსავლები |
|||
|
05 00 |
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი |
2,160.0 |
0.0 |
2,160.0 |
|
05 01 |
სპორტის განვითარების ხელშეწყობა |
723.0 |
0.0 |
723.0 |
|
05 01 01 |
სპორტული ღონისძიებები |
23.0 |
0.0 |
23.0 |
|
05 01 02 |
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა |
700.0 |
0.0 |
700.0 |
|
05 01 02 01 |
წყალტუბო არენა |
140.0 |
0.0 |
140.0 |
|
05 01 02 02 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება |
500.0 |
0.0 |
500.0 |
|
05 01 02 04 |
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა |
60.0 |
0.0 |
60.0 |
|
05 02 |
კულტურის სფეროს განვითარება |
1,427.9 |
0.0 |
1,427.9 |
|
05 02 01 |
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა |
1,250.5 |
0.0 |
1,250.5 |
|
05 02 01 01 |
წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი |
500.5 |
0.0 |
500.5 |
|
05 02 01 02 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი |
650.0 |
0.0 |
650.0 |
|
05 02 01 03 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი |
100.0 |
0.0 |
100.0 |
|
05 02 02 |
კულტურული ღონისძიებები |
77.4 |
0.0 |
77.4 |
|
05 02 03 |
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა |
100.0 |
0.0 |
100.0 |
|
05 03 |
ახალგაზრდობის მხარდაჭერა |
9.1 |
0.0 |
9.1 |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტის განვითარების ხელშეწყობა |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 |
723,0 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება და სპორტული ობიექტების დაფინანსება. ასევე მოხდება სპორტული მოედნების მოწყობა - რეაბილიტაცია. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული ღონისძიებები |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 01 |
23.0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება; სხვადასხვა ღონისძიებებზე ტრანსპორტირება; შშმ სპორტსმენებისათვის ტურნირებზე მივლინება; სპორტული ღონისძიებებისათვის თასებისა და მედლების შესყიდვა; სპორტული ღონისძიებებისათვის დიპლომების ბეჭვდის მომსახურება; სასკოლო სპორტული ოლიმპიადისათვის ფორმების შესყიდვა; გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი მძლეოსნობაში; სამოყვარულო ფეხბურთის ლიგა; ქალთა საერთაშორისო დღისდადმი მიძღვნილი ფრენბურთის ტურნირი; გურამ ქურასბედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჭიდაობის ტურნირი; შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში (საერთაშორისო); სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მარათონი; სულიკო ნიქაბაძის სახელობის მინი ფეხბურთის ტურნირი; ნოდარ კოხრეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში; დავით აფხაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ბ/რმ ჭიდაობაში; ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კალათბურთში კერძო და საჯარო სკოლებს შორის; როინ მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ხელბურთში (საერთაშორისო); ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი კერძო და საჯარო სკოლებს შორის. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლინება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია და მასობრიობის ზრდა; |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 |
700,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული დაწესებულებების დაფინანსება სპორტის საყოველთაობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; სპორტული ტრადიციების დაცვის, გაღმავების, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობის; სპორტის განვითარების; სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარისაციისათვის. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბო არენა |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 01 |
140,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ წყალტუბო არენა |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება წყალტუბოს საფეხბურთო სტადიონის ფუნქციონირების ხარჯების დაფინანსება. ქვეპროგრამის მიზანია წლის ნებისმიერ პერიოდში წყალტუბოს საფეხბურთო სტადიონის მზადყოფნა დაგეგმილი მატჩებისათვის. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალური საფეხბურთო სტადიონი შეუფერხებლად მასპინძლობს წლის განმავლობაში გამართულ ყველა სპორტულ ღონისძიებას. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 02 02 |
500,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
ა(ა)იპ წყალტუბო მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდი ჩართოს სპორტში, რათა სპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანმრთელი თაობის ჩამოყალიბებაში. ამ მიზნით ქვეპროგრამა აერთიანებს 13 სპორტულ მიმართულებას, რომელთაც ეუფლება 420 სპორტსმენი. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული კლუბებით და სექციებით სარგებლობა. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 01 03 |
60,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური ) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მოწყობა სოფელ მუხიანში ქაჭარის უბანში და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და წლის განმავლობაში ჩატარებული ტენდერებით წარმოქმნილი ეკონომიებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა პროექტებიც. პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმინილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა. |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს განვითარება |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 |
1427,9 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღმავების ხელშეწყობა. კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. ამ მხრივ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურული ობიექტების დაფინანსება, როგორიცაა ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი. ასევე მოხდება რელიგიური ორგანიზაციების სუბსიდირება ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა |
|
პროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურის სფეროს განვითარება |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 |
1250,5 |
||
|
პროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
პროგრამის აღწერა და მიზანი |
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა. კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია. ამ მხრივ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება კულტურული ობიექტების დაფინანსება, როგორიაა ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი, ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მოსახლეობის დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 01 |
500,5 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ხელოვნებასთან ზიაარებით პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების ხელშეწყობა. კულტურული განვითარება. დაწყებითი სამუსიკო, სამხატვრო და არაფორმარული განათლების მიღება. ახალგაზრდებისთვის შემეცნებითი, შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელება.მოსწავლეებისთვის ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის ქართული და მსოფლიო ნიმუშების გაცნობა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები და მათი თავისუფალი დროის გონივრული გამოყენება. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 02 |
650,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია; შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა.რასაც რასაც ემსახურება ცენტრში შემავალი 3 მუზეუმი, 28 ბიბლიოთეკა, 2კულტურის სახლი და 10 სასოფლო კლუბი. ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება ასევე სასოფლო ბიბლიოთეკების უფასო ინტერნეტით აღჭურვა, რომლითაც აქტიურად სარგებლობს სოფლის მოსახლეობა. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები . |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 01 03 |
100,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, შიდა ტურიზმის სრული კოორდინაცია, კურორტის პოპულარიზაცია. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ტურისტული ზონის, როგორც რეკრეაციული , ბალნეოლოგიური და სამკურნალო ტურიზმის კომპლექსის მიმზიდველი იმიჯის ფორმირება. |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
კულტურული ღონისძიებები |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 02 |
77.4 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა: სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, საშობაო ღონისძიება, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულთა დაჯილდოვება, ტრანსპორტირება, აგრო ტურისტული ფესტივალი, სასწავლო წლის დაწყება, ხელოვნების დღეები წყალტუბოში, მოწვევა, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილი, სიყვარულის დღე, გენდერული თანასწორობა, ქართული სამოსის დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 2 მაისობა (გვირილობა), ბავშვთა საერთაშორისო დღე, სახალხო დღესასწაული „ოტიაობა“, 8 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებული ღონისძიებები, ღვინის და ყველის ფესტივალი, სოხუმის დაცემის დღე, სახალხო დღესასწაული შემოდგომის წყალტუბო, პოეზიის საღამო, სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებებისათვის ბროშრების, წიგნების, მოსალოცი და მოსაწვევი ბარათების ბეჭდვის მომსახურეობა; საახალწლო ღონისძიება; საახალწლო საჩუქრები. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა; |
|
ქვეპროგრამის დასახელება |
კოდი |
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა |
2021 წლის დაფინანსება |
|
05 02 03 |
100,0 |
||
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური) |
||
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი |
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრებისა და ეკლესიების რეაბილიტაციასა და ახალის მშენებლობას. |
||
|
მოსალოდნელი შედეგი |
ეპარქიის ფუნქციონირების ხელშეწყობა. |
პროგრამის დასახელება
კოდი
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში
05 03
9,1
პროგრამის განმახორციელებელი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური)
პროგრამის აღწერა და მიზანი
პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის შესაძლებლობას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა პროექტები:
მოსალოდნელი შედეგი
მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში ჩართული ახალგაზრდები და მათი თავისუფალი დროის გონივრული გამოყენება; მასობრივ ახალგაზრდულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობა;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1564,9 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3827,1 ათასი ლარი. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე;
5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
6. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 64,8 ათ ლარი.
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,2 ლარი.
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.