გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 08.01.2021
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016023
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/01/2021
matsne.gov.ge 291 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №10 2021 წლის 8 იანვარი ქ. გორი გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის  შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი:  ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 03 დეკემბრის №22 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად: 1. ქ.გორში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის – მოედნისათვის, საზოგადო მოღვაწის – ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: მოედნის ნაკვეთის შუაგულში არის მიწის ნაკვეთი, რომლის ზუსტი ფართობია 469 კვ.მ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.041; სამხრეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.23.502; ს/კ 66.45.23.320; აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.45.22.060; დასავლეთით დაურეგისტრირებელი საცხოვრებელი სახლები – ეწოდოს ვაჟა ფშაველას  სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).   საკრებულოს თავმჯდომარე  დავით რაზმაძე