ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განკარგულება №1
2021 წლის 18 იანვარი
ხაშური
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქალაქ ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: ხაშურში, „შინდარის“ დასახლებაში, დასავლეთით ესაზღვრება სარაჯიშვილის ქუჩა, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა, ჩიხის კოორდინატებია: X-382229 Y-4651481, X-382520 Y-4651229) მიენიჭოს წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი