სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება 12

2021 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების  და 551 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22- ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე  მუხლის,  ასევე,  2018  წლის  5  ივლისის  №145/04  ბრძანებით  დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი – მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის №107/04 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:

1. სს „საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს სს „საბროკერო და აქტივების  მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 ივლისის №73 განკარგულება.

3. სს  „საბროკერო  და  აქტივების  მმართველი  კომპანია  ველსი“ ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                                              კობა გვენეტაძე