განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.02.2021 ბოლო ცვლილება 16.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.153.016558
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

   მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 25 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

განათლების მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის  „ბ“ პუნქტის,  54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის  პირველი და  მეორე პუნქტების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ განათლების მხარდაჭერის პროგრამა“  დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
„განათლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ფულადი ჯილდოს გაცემა განხორციელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლიდან (პროგ. კოდი: 04 04).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე



დანართი 

 

განათლების მხარდაჭერის პროგრამა

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი, პროგრამით მოსარგებლეები
1. განათლების მხარდაჭერის პროგრამა (ტექსტში შემდგომში - პროგრამა) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  საფუძველზე და მისი მიზანია, განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და მოსწავლეთა წახალისება, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის სახით.

2.პროგრამა ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე, რომელთაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

3. ამ პროგრამის მიზნებისთვის, მაღალ აკადემიურ მოსწრებად ჩაითვლება - სასწავლო წლის ყოველი სემესტრის დამთავრება ყველა საგანში წარჩინებული - 9,8-დან - 10 ქულამდე შეფასებით.

4. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება სასწავლო წლის ყოველი სემესტრის ბოლოს 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, უნაღდო ანაგარიშსწორების ფორმით.

 


მუხლი 2. ფულადი ჯილდოს გაცემის წესი
1. ფულადი ჯილდოს მისაღებად, პროგრამით მოსარგებლე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

გ) კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, მოსწავლის დაბადების მოწმობა და საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) იმ შემთხვევაში თუ, კანონიერ წარმომადგენელს ამგვარი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრება ყოველი სემესტრის ბოლოს.

2. განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას იხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის განყოფილება. იმ შემთხვევაში თუ, წარმოდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია შესაბამისობაშია პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მოხსენებითი ბარათით მიმართავს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, ფულადი ჯილდოს გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ. დოკუმენტაციის განხილვისას ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს განესაზღვრება გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიიღება გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში თუ, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება მოსწავლის მიერ მაღალი აკადემიური მოსწრების  ფაქტი, განათლების და კულტურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, ამზადებს დასაბუთებულ მოხსენებით ბარათს ფულადი ჯილდოს გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

4. გადაწყვეტილებას, ფულადი ჯილდოს გაცემის  შესახებ, იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას.