,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-33/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470000000.22.035.016861
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-33/ნ

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 470000000.22.035.016598) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №1 დანართით (თვითშეფასების ანგარიშის ფორმა I დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის) განსაზღვრული ცხრილის IV ნაწილი (კადრები (საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმ-სპეციალისტები და შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ექთნები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

IV

კადრები (საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექიმ-სპეციალისტები და შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ექთნები)

არსებობა (დიახ/არა)

რაოდენობა

1

მეან-გინეკოლოგი    (ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით)

 

 

2

მეან-გინეკოლოგი საკეისრო კვეთის ჩატარების გამოცდილებით

 

 

3

ნეონატოლოგი, ახალშობილთა რეანიმაციის უნარ-ჩვევებით    (ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით)

 

 

4

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი    (ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით )

 

 

5

ბებიაქალი (24-საათიანი ხელმისაწვდომობა)

 

 

6

ექთანი (24-საათიანი ხელმისაწვდომობა)

 

 

7

დაწესებულების ყველა ნეონატოლოგი და ყველა მეან-გინეკოლოგი მონაწილეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში

 

 

“;

ბ) №2 დანართით (თვითშეფასების ანგარიშის ფორმა II დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის) განსაზღვრული ცხრილის:

ბ.ა) IV ნაწილი (კადრები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

IV

კადრები

არსებობა (დიახ/არა)

რაოდენობა

1

 მეან-გინეკოლოგი (24-საათიანი ხელმისაწვდომობა)  სულ მცირე 1 მეან გინეკოლოგი ადგილზე 24-საათიანი უწყვეტი ხელმისაწვდომობით.

 

 

2

ორი ან მეტი მეან-გინეკოლოგი არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო სტაჟით მეანობა-გინეკოლოგიაში (მეანობის განხრით), ამასთან, ჰისტერექტომიისა და სხვა სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაციული პროცედურების წარმოების გამოცდილებით

 

 

3

ნეონატოლოგები (24-საათიანი უწყვეტი ხელმისაწვდომობა) ახალშობილთა რეანიმაციის უნარ-ჩვევებით

 

 

4

ექიმ-სპეციალისტები ბავშვთა ქირურგიული კონსულტაციებისთვის - ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით

 

 

5

ექიმ-სპეციალისტები ზოგადი ქირურგიული კონსულტაციებისთვის - ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით

 

 

6

ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტი - ადგილზე 24-საათიანი ხელმისაწვდომობით

 

 

7

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი – სპინალური, ეპიდურალური და ზოგადი ანესთეზიის, ასევე რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელების გამოცდილებით ( 24-საათიანი ხელმისაწვდომობა)

 

 

8

ბებიაქალების (24-საათიანი ხელმისაწვდომობა) – ჯამური რაოდენობა, ასევე, რაოდენობა სამშობიარო ოთახზე (ბლოკ-პალატაზე) გადაანგარიშებით

 

 

9

ექთნები (24-საათიანი ხელმისაწვდომობა), მ.შ.:

 

 

9.1.

სამეანო ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა სამეანო საწოლებთან მიმართებით

 

 

9.2.

ახალშობილთა ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა ნეონატალურ საწოლებთან მიმართებით

 

 

9.3

ახალშობილთა სპეცმოვლის ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა სპეცმოვლის  საწოლებთან მიმართებით

 

 

9.4

 პოსტოპერაციული მოვლის ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა პოსტოპერაციულ საწოლებთან მიმართებით

 

 

10

დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში

 

 

“;

ბ.ბ) VIII ნაწილის (აღჭურვილობა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

7

მობილური (გადასატანი) რენტგენოლოგიური გამოკვლევის აპარატი, როგორც მოზრდილთა, ასევე ახალშობილების ოპციით.

 

 

“;

ბ.გ) IX ნაწილის (ახალშობილის მოვლის პალატის/ახალშობილთა სპეციალური მოვლის პალატის აღჭურვილობა) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„

16

ლარინგოსკოპი, სოლები ( 0 და 1 ზომის)

 

 

“;

გ)№3 დანართით (თვითშეფასების ანგარიშის ფორმა III დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის) განსაზღვრული ცხრილის:

გ.ა) IV ნაწილი (კადრები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

IV

კადრები

არსებობა (დიახ/არა)

რაოდენობა

1

 მეან-გინეკოლოგები

 

 

2

  ორი ან მეტი მეან-გინეკოლოგი, არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო სტაჟით მეანობა-გინეკოლოგიაში (მეანობის განხრით), ამასთან, ჰისტერექტომიისა და სხვა სამეანო-გინეკოლოგიური ოპერაციული პროცედურების წარმოების გამოცდილებით, ადგილზე 24-საათიანი უწყვეტი სამეანო მოვლის ხელმისაწვდომობისათვის;

 

 

 

 

 

 

 

 

 

3

 ნეონატოლოგები (ადგილზე 24-საათიანი, უწყვეტი ხელმისაწვდომობა) რესპირაციული დახმარების მიწოდების გამოცდილებით

 

 

4

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები (სპინალური, ეპიდურალური და ზოგადი ანესთეზიის, ასევე რეანიმაციული ღონისძიებების განხორციელების გამოცდილებით).ადგილზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში

 

 

5

რადიოლოგის (მ.შ. ექოკარდიოგრაფიის წარმოების უფლებით; იმ შემთხვევაში, თუ რადიოლოგს არა აქვს ექოკარდიოგრაფიის წარმოების უფლება, ექოკარდიოგრაფიული სერვისი უნდა მიეწოდებოდეს ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგის მიერ, შესაბამისი უფლების ფლობის შემთხვევაში) ადგილზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში;

 

 

 IV.1

ექიმი სპეციალისტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას გაუწევენ ახალშობილს ადგილზე ხელმისაწვდომობით 24 საათის განმავლობაში:

 

 

1

ბავშვთა კარდიოლოგ-რევმატოლოგი

 

 

2

ბავშვთა ქირურგი

 

 

3

ბავშვთა ნევროლოგი

 

 

4

ექიმ-გენეტიკოსი

 

 

5

ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;

 

 

6

ბავშვთა ენდოკრინოლოგი

 

 

7

ოფთალმოლოგი

 

 

8

ბავშვთა ფთიზიატრი-პულმონოლოგი

 

 

9

ბავშვთა ნეფროლოგი

 

 

10

ნეიროქირურგი

 

 

11

ბავშვთა უროლოგი

 

 

 IV.2

ექიმი სპეციალისტები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურებას/კონსულტაციას გაუწევენ ორსულს/მშობიარეს/მელოგინეს, ადგილზე ხელმისაწვდომობით 24 საათის   განმავლობაში:

 

 

1

ქირურგი

 

 

2

ნევროლოგი/ნეიროქირურგი

 

 

3

ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი

 

 

4

უროლოგი

 

 

5

ნეფროლოგი

 

 

6

კარდიოლოგი

 

 

7

ინფექციონისტი

 

 

8

ენდოკრინოლოგი

 

 

 IV.3

ექთნები/ბებიაქალები იმ რაოდენობით და კვალიფიკაციით, რომელიც საჭიროა ყველა ორსულის, მშობიარის, მელოგინე ქალის და ახალშობილის ადეკვატური მოვლისათვის.         

 

 

1

სამეანო ექთანი – ჯამური რაოდენობა , ასევე რაოდენობა სამეანო საწოლებთან მიმართებით

 

 

2

ახალშობილთა ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა ნეონატალურ საწოლებთან მიმართებით

 

 

3

 პოსტოპერაციული მოვლის ექთანი – ჯამური რაოდენობა, ასევე რაოდენობა პოსტოპერაციულ საწოლებთან მიმართებით

 

 

4

ბებიაქალების (24-საათიანი ხელმისაწვდომობა) – ჯამური რაოდენობა, ასევე, რაოდენობა სამშობიარო ოთახზე (ბლოკ-პალატაზე) გადაანგარიშებით

 

 

 IV.4

დაწესებულების ნეონატოლოგები და მეან-გინეკოლოგები მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში

 

 

“;

გ.ბ)  V ნაწილი (ლაბორატორიული სერვისების მიწოდება) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

V

ლაბორატორიული გამოკვლევები – დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს 24 საათის განმავლობაში შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევების შესრულება ადგილზე, კანონმდებლობის შესაბამისად:

არსებობა (დიახ/არა)

შენიშვნა

1

ჰემატოკრიტი, გლუკოზის დონე სისხლში (შრატის გლუკოზა), სისხლის გაზები და ელექტროლიტები – საჭიროების განსაზღვრიდან არაუმეტეს 45 წუთის განმავლობაში

 

 

2

 სისხლის საერთო ანალიზი საჭიროების განსაზღვრიდან 1 სთ-ის განმავლობაში

 

 

3

სისხლის ჯგუფი და Rh კუთვნილება და შეთავსება -საჭიროების განსაზღვრიდან 1 სთ-ის განმავლობაში

 

 

4

გაშლილი ბიოქიმიური ანალიზები, ნიმუშების ბაქტერიოლოგიური და კოაგულაციური ანალიზები (პროთრომბინის დრო – PT, ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო – PTT, ფიბრინოგენი) – საჭიროების განსაზღვრიდან 2 საათის განმავლობაში

 

 

5

ანტი-რეზუს ანტისხეულების სკრინინგი – კუმბსის ტესტი (პირდაპირი და არაპირდაპირი) საჭიროების განსაზღვრიდან 2 საათის განმავლობაში

 

 

6

ბილირუბინის განსაზღვრა ახალშობილებში – საჭიროების განსაზღვრიდან 1 საათის განმავლობაში

 

 

7

ბაქტერიოლოგიური კვლევები, ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრით – სავარაუდო, პირველადი შედეგები ნიმუშის მიღებიდან 72 საათის განმავლობაში, საბოლოო შედეგები ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ჩათვლით ნიმუშის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, გამონაკლისს წარმოადგენს სისხლის კულტივაცია, რაც შესაძლებელია გახანგრძლივდეს 10 დღემდე (სერვისი შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულებით);

 

 

8

შრატში მაგნიუმის განსაზღვრა

 

 

9

B ჯგუფის სტრეპტოკოკი, B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი, სეროლოგიური ტესტები სიფილისზე – RPR/VDRL, აივ ინფექცია/შიდსზე

 

 

10

შარდის საერთო ანალიზი

 

 

11

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგული ტესტები ახალშობილებისთვის

 

 

“;

 

გ.გ) VI ნაწილის (სხვა სერვისების მიწოდება) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

1

24 სთ-იან რეჟიმში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისხლის კომპონენტები ადგილობრივი მარაგებიდან, ასევე სხვა დაწესებულებებიდან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე (თუ დაწესებულებას თვითონ არ გააჩნია საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის სამსახური);

 

 

“;

ბ.დ)  VIII  ნაწილი (აღჭურვილობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

VIII

 აღჭურვილობა

არსებობა (დიახ/არა)

რაოდენობა

 VIII.1

ახალშობილის მოვლის პალატის აღჭურვილობა

 

 

1

ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით

 

 

2

ოქსიგენოთერაპიის საშუალებები (მაგალითად, ჟანგბადის კარავი ან ნაზალური კანულა

 

 

3

მოწყობილობა ჰაერ-ჟანგბადის ნაკადის გათბობისა და დატენიანებისთვის

 

 

4

ჭიპლარის სისხლძარღვების კათეტერი და კათეტერის ჩასადგმელი კომპლექტი

 

 

5

ინფუზომატი

 

 

6

გლუკომეტრი

 

 

7

ახალშობილის სასწორი

 

 

8

ოფთალმოსკოპი

 

 

9

აღჭურვილობა ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგული (ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით) კვლევისათვის

 

 

VIII.2

სამეანო ბლოკ-პალატის ძირითადი აღჭურვილობა

 

 

1

კედლის საათი წამზომით

 

 

2

კედლის თერმომეტრი

 

 

3

უსაფრთხო სითბოს წყარო

 

 

4

სტეტოსკოპი

 

 

5

ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა დედისთვის

 

 

6

სამშობიარო საწოლი (ტრანსფორმირებადი)

 

 

7

ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო დედისთვის, ფლოუმეტრით

 

 

8

სარეანიმაციო აღჭურვილობა დედებისათვის ამბუს ტომარა ნიღბით, ლარინგოსკოპი და სოლები, ოროტრაქეალური მილები

 

 

9

კარდიომონიტორი

 

 

10

კარდიო-ტოკოგრაფიის აპარატი

 

 

11

ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით

 

 

12

ნეონატალური სტეტოსკოპი

 

 

13

ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო (ფლოუმეტრით) და ჰაერის წყარო ახალშობილისთვის

 

 

14

ჰაერის/ჟანგბადის შემრევი (ახალშობილისთვის)

 

 

15

T ტიპის მოწყობილობა

 

 

16

ოროტრაქეალური მილები (2.5-3.5მმ დიამეტრის ზომით)

 

 

17

ლარინგოსკოპი, სოლები (00, 0 და1 ზომის)

 

 

18

ელექტროამოსაქაჩი მოწყობილობა ახალშობილებისთვის

 

 

19

პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონოტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით

 

 

20

გასტრალური ზონდი ახალშობილებისთვის (6-8Fr)

 

 

VIII.3

სამეანო საოპერაციო ბლოკის დამატებითი აღჭურვილობა

 

 

1

საოპერაციო მაგიდა

 

 

2

დაგეგმილი განათება

 

 

3

ანესთეზიის აპარატი

 

 

4

ახალშობილის მაგიდა სხივური გამათბობლით და სერვოკონტროლით

 

 

5

ნეონატალური სტეტოსკოპი

 

 

6

კედლის თერმომეტრი

 

 

7

უსაფრთხო სითბოს წყარო

 

 

8

ახალშობილის ელექტროამომქაჩი

 

 

9

ცენტრალიზებული ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრით

 

 

10

ჰაერის/ჟანგბადის შემრევი

 

 

11

 T ტიპის მოწყობილობა

 

 

12

გასტრალური ზონდები (6-8 Fr)

 

 

13

პულსოქსიმეტრი ნეონატალური მიმღებით ან კარდიომონოტორი შესაბამისი ნეონატალური მიმღებებით

 

 

14

ლარინგოსკოპი, სოლები (00,0 და 1 ზომის)

 

 

VIII.4

დაწესებულებაში ხელმისაწვდომი აღჭურვილობა

 

 

1

ინფუზომატი

 

 

2

კარდიოვერსიის დეფიბრილაციის აპარატი დედებისთვის

 

 

3

მაშები და ვაკუუმექსტრაქტორები

 

 

4

მობილური (გადასატანი) სამეანო ულტრაბგერის აპარატი

 

 

5

მობილური (გადასატანი) რენტგენოლოგიური გამოკვლევის აპარატი ახალშობილებისთვის და მოზრდილებისთვის

 

 

6

კომპიუტერული ტომოგრაფი (CT)

 

 

7

ენცეფალოგრაფიის აპარატი (შესაძლებელია გამოძახებით)

 

 

8

ულტრასონოგრაფიის აპარატი (ნეიროსონოსკოპიის და ექოკარდიოგრაფიის მიმღებით/გადამწოდით)

 

 

“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2021.
როდის იქნა მიღებული „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-33/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.22.035.016861.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №01-29/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-33/ნ, 14.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 470000000.22.035.016861 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5148715/