1. ეთიკის კოდექსი ადგენს საკრებულოს წევრის ქცევის სტანდარტს, განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომელიც საკრებულოს წევრმა უნდა გაითვალისწინოს საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.

2. ეთიკის კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებ