1. მონიტორინგს ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.

2. საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის საკრებულოს წევრის მიმართ პასუხისმგებლობის ზომები დგინდება ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-9 თავში მოცემული  რეგულაციების შესაბამისად.

3. საკრებულოს წევრის მიმართ სხდომის წესების დარღვევისათვის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ზომები:

ა) წესრიგისკენ მოწოდება;

ბ) გაფრთხილება;

გ) გაფრთხილება ოქმში შეტანით;

დ) სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე;

4. ეთიკის კოდექის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე განცხადება საკრებულოში შეიძლება წარადგინოს როგორც საკრებულოს წევრმა, ასევე ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა ან/და იურიდიული პირის წარმომადგენელმა. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს ელექტრონულად.

5. განცხადების წარდგენიდან/რეგისტრაციიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს წევრს უნდა ეცნობოს ეთიკის კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის შეტანის შესახებ. მას ეძლევა 7 კალენდარული დღის ვადა განცხადებაში მითითებულ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად.

6. განცხადების წარდგენიდან/რეგისტრაციიდან ათი კალენდარული დღის ვადაში საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ ფაქტს/ფაქტებს და, თუ დადგინდა ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევა, საკრებულოს წევრს დაეკისრება დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა საკრებულოს გადაწყვეტილებით.

7. ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით;

8. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას შეუძლია შეიმუშაოს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებანი საკრებულოს წევრისათვის.

9. ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი საკრებულოს წევრის შესახებ ინფორმაცია (საკრებულოს წევრის სახელი და გვარი, შემთხვევის მოკლე აღწერა) გასაჯაროვდება და განთავსდება ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზ