1. ეთიკის კოდექსი მოქმედებს ყოველი შემდგომი მოწვევის საკრებულოს წევრებზეც. შესაბამისად, საკრებულოს ყოველ წევრს მოეთხოვება ამ დოკუმენტის საჯაროდ ხელმოწერა და ფიცის დადება.

2. ეთიკის კოდექსში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია ვანის მუნიციალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

დანართი №2

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფიცი

„ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, პირნათლად აღვასრულო საკრებულოს წევრის მაღალი დანიშნულება და დაკისრებული პასუხისმგებლობა, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, ღირსეულად წარმოვადგინო ვანის მუნიციპალიტეტი, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ასევე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და მიღებული გადაწყვეტილებები, საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, ვიყო მისი პრინციპების ერთგული, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს