დანართი №1

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსის (შემდეგში – ეთიკის კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული პასუხისმგებლობის  გათვალისწინებით, განსაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდეგში - საკრებულოს წევრი) ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საკრებულოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, საკრებულოს წევრის მიერ საკუთარი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.

საკრებულოს წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი თვითმმართველობის ერთერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი გააუმჯობესებს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და ხელს შეუწყობს საკრებულოს წევრებს შორის კოლეგიალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ამასთანავე, ეთიკის კოდექსი არ ზღუდავს საკრებულოს წევრის უფლებას პირად ცხოვრებაზე, ასევე მათ უფლებას პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე