„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№139
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.017479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №139

2021 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ  „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი;“.

2. XV თავი და 47-ე - 48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XV

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი

 

მუხლი 47. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ერთად ახორციელებენ ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

მუხლი 48. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;

ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე;

გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ფინანსური მონაცემების შეგროვება პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით;

დ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;

ვ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ზ) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა;

თ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება;

ი) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 19 ივნისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №139. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.033.017479.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №139, 15.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.017479 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5191618/