„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №274 |
|
2017 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციისა და ხელშეკრულებათა ექსპერტიზის სამმართველო.“. 2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციისა და ხელშეკრულებათა ექსპერტიზის სამმართველო სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციისა და ხელშეკრულებათა ექსპერტიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტის სხვა სამმართველოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|