თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021 – 2025-ის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 95%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №285 |
|
2021 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti mtavroba.docx ⬇
დანართი
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია – 2021-2025
შინაარსი
I. შესავალი.
II. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის პრინციპები და ფასეულობები.
III. საქართველოს თამბაქოს კონტროლის გარემო.
3.1. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში
3.2. თამბაქოს მოხმარების გავლენა ქვეყნის ბიუჯეტზე.
3.3. თამბაქოს კონტროლის ამჟამინდელი სტატუსი საქართველოში.
3.4. თამბაქოს რეკლამისგან თავისუფალი გარემო.
3.5. თამბაქოს რეალიზაცია და რეგულირება ‒ ახალი და განვითარებადი პროდუქტები.
IV. თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები.
4.1. ინდუსტრიის აგრესიული და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული მარკეტინგი.
4.2. მწეველობის შემცირება და სახელმწიფო სერვისების განვითარება.
V. სტრატეგიის პრინციპები, მიზნები და ამოცანები.
5.1. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ხედვა და მიზანი.
5.2. სტრატეგიის ამოცანები და აქტივობები.
VI. სტრატეგიის განხორციელების და მართვის მექანიზმები.
VII. დაფინანსება.
VIII. რისკების შეფასება.
IX. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.
X. საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2021-2023.
გამოყენებული ლიტერატურა.
I. შესავალი
2018 წლის 1 მაისი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ამ დღიდან საქართველოში დაიწყო კამპანია „გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან“, რომლის შედეგად, საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და 2013-2018 წლების თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები მეტწილად შესრულდა. ქვეყანამ წარმატებით განახორციელა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით (WHO FCTC) გათვალისწინებული მუხლებისა და მათი აღსრულების გაიდლაინების დიდი ნაწილის იმპლემენტაცია.
წინამდებარე, 2021-2025 წლის სტრატეგია მიზნად ისახავს წინა წლებში შემუშავებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, და მიზნების გამყარებას, გაძლიერებას, განგრძობით და მდგრად განხორციელებას. თამბაქოს კონტროლი არის მრავალკომპონენტიანი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი და დასახული მიზნის ‒ თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორის, ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო დონეებზე თანამშრომლობის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა.
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოში თამბაქოს კონტროლის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში და განხორციელდეს უწყებრივი ღონისძიებების სახით. იგი ასევე მოიცავს საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. სტრატეგიის სტრუქტურა და შინაარსი სრულად შეესაბამება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძირითად მიდგომებს.
წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ხელმძღვანელობით, დარგის ექსპერტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებით.
2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის მომზადების პროცესი და მასთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციები წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პირველ ეტაპზე, კომისიის ფარგლებში საკონსულტაციო სტატუსის და შესაბამისი საექსპერტო ცოდნის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, წარედგინათ 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის კონცეფცია, რომელიც მოგვიანებით (2020 წ. აპრილი) მათთან ერთად იქნა მიღებული სამთავრობო კომისიის მიერ. მეორე ეტაპზე (2020 წ. ივნისი), მომზადდა პრობლემების ანალიზი, რომელიც მაქსიმალურად იქნა გამოყენებული სტრატეგიის სიტუაციის ანალიზზე მუშაობისას და შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრისას. საჯარო კონსულტაციების მესამე ეტაპზე (2020 წლის სექტემბერი), პარტნიორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მომზადებული სტრატეგიის პროექტი განსახილველად გაეგზავნათ პროფესიულ ასოციაციებსა და პარლამენტის კომისიას და მიღებული კომენტარები მაქსიმალურად იქნა ასახული დოკუმენტში.
II. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის პრინციპები და ფასეულობები
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია ეფუძნება უკანასკნელი ათწლეულის საერთაშორისო გამოცდილებას. იგი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვანი აღსრულების აუცილებლობას და ვარშავის 2002 წლის დეკლარაციის „თამბაქოსგან თავისუფალი ევროპის“ სახელმძღვანელო პრინციპებს და სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია ემყარება შემდეგ პრინციპებს:
I. თამბაქოს არამარტო ჯანმრთელობის, არამედ განვითარების პრობლემად აღიარება;
II. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო;
III. არამწეველობის ნორმად აღიარება და თამბაქოს მეორადი და მესამეული კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა;
IV. თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმზე მოთხოვნის და ამ ნაწარმის ხელმისაწვდომობის შემცირება;
V. თამბაქოს და მისი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ახალი და აღმოცენებადი პროდუქტის კონტროლის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის დაუშვებლობა;
VI. თამბაქოს და მისი პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს სხვა ახალი და აღმოცენებადი პროდუქტის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტად აღიარება და მოსახლეობის ინფორმირება მათ შესახებ.
ეროვნულ დონეზე სტრატეგია ეყრდნობა შემდეგ სამართლებრივ და პოლიტიკის დოკუმენტებს: საქართველოს კანონი ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ (2010); საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ‘‘ (1997); საქართველოს კანონი ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ‘‘ (2007); საქართველოს კანონი ,,რეკლამის შესახებ‘‘ (1998); „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ (2019); საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; „მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი“, „საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტი“, 2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფცია „საყოველთაო ჯანდაცვა და ხარისხის მართვა პაციენტთა უფლებების დასაცავად", საქართველოს საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია.
III. საქართველოს თამბაქოს კონტროლის გარემო
პრობლემის შესწავლას და სიტუაციურ ანალიზს საფუძვლად დაედო საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის და 2013-2018 წლების საქართველოს თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმის შეფასება და პრობლემათა ხის ანალიზი. სიტუაციის ანალიზის დროს აქცენტი გაკეთდა პრობლემებისა და გამოწვევების სახეებსა და გავრცელების მასშტაბებზე, მის გამომწვევ ფაქტორებსა და წარმოშობის სიხშირეზე. ასევე შეფასებულ იქნა რა გავლენას ახდენს პრობლემა მოსახლეობაზე, მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შეფასებისას გამოყენებული იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული პრიორიტეტები.
3.1. თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საქართველოში
მწეველობა, პასიური მოწევა და მასთან დაკავშირებული მდგომარეობები საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის. თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება.
2019 წელს ჩატარებული თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევის თანახმად, ამჟამად თამბაქოს მოიხმარს მოზრდილი მოსახლეობის 30.7%. მწეველთა წილი მამაკაცთა შორის რამდენჯერმე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებს შორის (55.5% ‒ მამაკაცებში, 7.8% ‒ ქალებში). შესაძლოა მწეველობის მაჩვენებელი ქალთა მოსახლეობაში კიდევ უფრო მაღალი იყოს; 2016 წელს ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების (გამყრელიძე, მებონია, სტურუა, დემეტრაშვილი, & ქაქუთია, 2016) კვლევამ აჩვენა, რომ კვლევის დროს გამოკითხულ ქალთა 7% აღიარებდა მწეველობას, ხოლო კოტინინის ტესტის შედეგებით რეალურად თამბაქოს მოიხმარდა ქალების 12.2%.
2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, მწეველთა უმრავლესობა (73.8%) ეწევა ქარხნულ სიგარეტს. ამასთან, სიგარეტზე გაზრდილი ფასის გამო იმატა თუთუნის მომხმარებლების წილმა (16.7%). ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოწევისთვის თავის დანებება სცადა ამჟამინდელ მწეველთა 23.1%-მა (კაცი 23.9%, ქალი 18%). შემაშფოთებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება. მოწევის დაწყების საშუალო ასაკი კაცებში 18.2 ხოლო ქალებში 21.3 წელია. ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტის (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs ‒ ESPAD) 2019 წლის შედეგების მიხედვით, 16 წლის სკოლის მოსწავლეების 12% რეგულარული მწეველია, 7% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, 5% ჩილიმს და 3% გახურებადი თამბაქოს ნაწარმს. 20.5%-მა სიგარეტი პირველად მოწია 13 წლის ან უმცროს ასაკში, ხოლო 2.5% ამ ასაკში უკვე ყოველდღიური მწეველი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ იმავე კვლევის 2015 წლის (NCDC , 2016) შედეგებთან შედარებით, სახეზეა დადებითი ტენდენცია.
ახალგაზრდებში თამბაქოს გლობალური 2017 წლის კვლევის შედეგების (Global Youth Tobacco Survey ‒ GYTS) (NCDC, 2017) მიხედვით 13-15 წლის ასაკის მოზარდების 15.4% (20.6% ბიჭი, 9.6% გოგო) თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის ამჟამინდელი მომხმარებელია.
ამავე კვლევის მიხედვით, მოზარდთა 43.2% თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა სახლში, ხოლო 58.9% თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა დახურული ტიპის სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. 2019 წლის თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევის მონაცემებით კი, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ სახლში იმყოფება ზრდასრული მოსახლეობის 38.6%, ამას ემატება 11.1% სამუშაო ადგილზე. უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ (2018 წლის 1 მაისი) მეორადი კვამლის ზეგავლენა როგორც სამუშაო ადგილზე, ასევე სახლში, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია და ამჟამინდელი მონაცემებიც მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა სახლში. 2017 წლის საინვესტიციო შემთხვევის მონაცემების მიხედვით ე.წ. პასიური მოწევით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის მსხვერპლი საქართველოში ყოველწლიურად 2 100 „უდანაშაულო“ ადამიანი ხდება.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს განხორციელებული კვლევის ‒ „თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა“ (სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, 2016) ‒ შედეგებით საჯარო და კულტურულ დაწესებულებათა შენობებში, ყველა სახის ოფისებსა და საწარმოთა შენობებში მოწევის აკრძალვის მხარდაჭერა ძალზე მაღალი იყო (89-92%). რაც შეეხება მოწევის აკრძალვის მხარდაჭერას რესტორნებში, კაფეებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში, მხარდაჭერის დონე 79.1% იყო. რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვას მხარს მოსახლეობის 91.8% უჭერდა. საერთო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის გამოკვეთილი უმრავლესობა (თითქმის 72%) მხარს უჭერდა ყველა ზემოჩამოთვლილ აკრძალვას.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ 2019 წელს განხორციელებული თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გავლენის შეფასების (ბახტურიძე, 2016) ანგარიშის მიხედვით, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია. სამასპინძლო სექტორში მოწევისაგან თავისუფალი გარემოს შექმნის შემდეგ, ობიექტების 98%-ზე მეტ შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტების 89% ასრულებს თამბაქოს ნაწარმის გარედან ხილვადობის აკრძალვის მოთხოვნებს, ხოლო გარე რეკლამის აკრძალვა თითქმის 100%-ით სრულდება. მოსახლეობის მხარდაჭერა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვასა და სხვა ზომებზე კანონის ამოქმედების შემდეგ 85%-მდე გაიზარდა. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ახალ რეგულაციებს არ აქვთ უარყოფითი გავლენა სამასპინძლო სექტორზე. კვებისა და სასტუმროების ინდუსტრიაში იზრდება ობიექტების, თანამშრომლებისა და ბრუნვის მოცულობა. მსგავსი ტენდენციაა და უარყოფითი გავლენა არ შეინიშნება საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში, თუ შევადარებთ ინდიკატორებს ახალი რეგულაციების მიღებამდე და ამოქმედების შემდეგ. პირიქით, აქაც მზარდია ამ ბიზნესში მოქმედ ორგანიზაციათა, დასაქმებულთა და ბრუნვის მაჩვენებლები.
მოსახლეობის მხრიდან ასეთ მხარდაჭერას ამყარებს თამბაქოს კონტროლის ახალი თაობის კანონის ამოქმედების შემდეგ ჩატარებული 2019 წლის თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევაც, რომლის მიხედვით გამოკითხულთა 95.7% ემხრობა საჯარო დაწესებულებების შენობებში თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვას, 91.7% ემხრობა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შენობებში მოწევის აკრძალვას, ხოლო 94.4% ემხრობა თამბაქოს რეკლამის სრულად აკრძალვას. აქედან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ საზოგადოება დიდი მხარდაჭერით შეხვდა თამბაქოს კონტროლის კანონით განხორციელებულ ცვლილებებს და მხარდაჭერამ კანონის ამოქმედების შემდეგ კიდევ უფრო იმატა. საერთო ჯამში გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა (89.6%) კმაყოფილია თამბაქოს ახალი კანონმდებლობით.
უფრო მეტიც, კვლევის მიხედვით, რესტორნების, კაფე-ბარების და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტების შენობებში მოწევის აკრძალვას არ უმოქმედია რესპოდენტების უმრავლესობის განწყობაზე აღნიშნულ დაწესებულებაში ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით. რესპონდენტების 72.5% მიუთითებს, რომ აკრძალვის შემდეგ მათი ვიზიტების სიხშირე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში არ შეცვლილა, ხოლო 4.4%-ის შემთხვევაში გაიზარდა კიდეც.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საკვების მიწოდებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობა მზარდია და 2017 წელთან შედარებით 2018 წელს 1.15-ჯერ, ხოლო 2019 წელს 1.32-ჯერ გაიზარდა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020).
კვლევათა შედეგები მიანიშნებს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებების გაძლიერება და განვითარება.
3.2. თამბაქოს მოხმარების გავლენა ქვეყნის ბიუჯეტზე
ცნობილია, რომ თამბაქოთი გამოწვეულ სიკვდილზე და ჯანმრთელობის პრობლემებზე ეკონომიკური დანახარჯის წილი მეტია, ვიდრე თამბაქოს ინდუსტრიისგან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა. თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად ასობით მილიარდი აშშ დოლარი უჯდება მსოფლიოს. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე სწორედ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნები არიან, სადაც თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა.
2017 წელს საქართველოში ჩატარებული „საინვესტიციო შემთხვევის“ თანახმად (UNDP, 2018), საქართველოში თამბაქოთი გამოწვეულმა პირდაპირ ჯანდაცვითმა დანახარჯებმა, ასევე არაპირდაპირმა დანახარჯებმა (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) შეადგინა 824.9 მილიონი ლარი, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, FCTC-ის 4 პრიორიტეტული მუხლის აღსრულებით (1. თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა; 2. საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა; 3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა; 4. თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) 15 წლის განმავლობაში:
· ქვეყანა თავიდან აიცილებს საქართველოს 53 100 მოქალაქის გარდაცვალებას;
· 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.
ამავე მუხლების არ აღსრულების შემთხვევაში, 15 წლის განმავლობაში:
· ნაადრევად (70 წლამდე) დაიღუპება 171 300 საქართველოს მოქალაქე;
· თამბაქოსთან ასოცირებული ჯანდაცვის სისტემის კუმულაციური ხარჯი (პირდაპირი) მიაღწევს 4.9 მილიარდ ლარს;
· თამბაქოსთან ასოცირებული ეკონომიკური ტვირთი კი (პირდაპირ და არაპირდაპირი ხარჯები) 12.4 მილიარდ ლარს მიუახლოვდება.
თამბაქოს კონტროლი მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საწინდარია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. თამბაქოს კონტროლის საკითხი პირდაპირ უკავშირდება არა მხოლოდ მე-3 მიზანს, არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების კუთხით, არამედ პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვს მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანთან.
3.3. თამბაქოს კონტროლის ამჟამინდელი სტატუსი საქართველოში
„ახალი თაობის კანონი“ თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებულ იქნა 2017 წელს, ხოლო 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი პოლიტიკა ძალაში შევიდა. ამ თარიღიდან დაწესდა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვები დახურულ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აიკრძალა თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და პოპულარიზაცია, დაწესდა რეალიზაციის კონკრეტული წესები. შემდგომი ცვლილებებით, დამატებით აიკრძალა ე.წ. „დრაივ თამბაქო“ და შემოღებულ იქნა თამბაქოს შეფუთვისა და დიზაინის ახალი ნორმები, ზომით დიდი სამედიცინო გაფრთხილებებისა და ე.წ. პიქტოგრამების გათვალისწინებით. გარდა ამისა, კანონით გათვალისწინებული იქნა თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის მოთხოვნა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში. დადგინდა თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და ასევე, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების შემთხვევაში, გამოფრქვეული ნივთიერებების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ახლებური წესი. მოწევა აიკრძალა სტადიონებზე, რომლებსაც ჰყავს ადმინისტრაცია. განმარტებული იქნა ელექტრონული სიგარეტი და დადგინდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობისა და მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები. შეიზღუდა თამბაქოს ნედლეულის და თამბაქოს ნარჩენების რეალიზაცია 50 ან 100 გრამიანი ნეტო-მასის პირველადი საფუთავების გარეშე და სხვა.
ფაქტები:
საქართველო FCTC-ის მხარეა 2006 წლიდან;
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება გულისხმობს დახმარებასა და თანამშრომლობას, inter alia, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ‒ არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ‒ თამბაქოს კონტროლის სფეროში;
საქართველოში თამბაქოს კონტროლის პირველი კანონი 2003 წელს იქნა მიღებული, თუმცა 2017 წლამდე ვერ ხერხდებოდა კანონმდებლობის ეფექტური აღსრულება;
ახალი კანონის აღსრულება საკმაოდ მაღალი, 96%-იანი მაჩვენებლით სარგებლობს. საქართველოს მოსახლეობა დადებითად და მზად შეხვდა ახალ კანონს.
2017 წელს ცვლილებები შევიდა (2018 წლიდან კი ძალაში შევიდა) კანონებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებში. 2018 წლიდან კი მიღებულ იქნა რიგი კანონქვემდებარე აქტები როგორიც არის „საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“’ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილება; „თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ფილმში/სხვა შემოქმედებით პროდუქციაში დემონსტრაციის შემთხვევაში თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ გამოსაყენებელი ტელე ან რადიორგოლისა და ბეჭდვითი მასალისათვის განკუთვნილი პიქტოგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-19/ნ ბრძანება; „თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანება. გარდა ამისა, FCTC-ის 5.3 მუხლის საფუძველზე, მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.
ცხრილში 1 მოცემულია FCTC-ის თითოეული მუხლის აღსრულების მდგომარეობა საქართველოში (მწვანედ ‒ ძირითადად შესრულებული ვალდებულებები; ყვითლად ‒ იმპლემენტაციის პროცესში არსებული მუხლები; ნარინჯისფრად ‒ ჯერ არ შესრულებული ვალდებულებები).
ცხრილი 1: FCTC-ის მუხლის აღსრულების მდგომარეობა საქართველოში
| თემა | ღონისძიება | მუხლი |
|---|---|---|
| ლობირება | სახელმწიფოს (კანონშემოქმედებით, პოლიტიკის მიმღებ) და ინდუსტრიას შორის კომუნიკაციის, ინტერაქციის შეზღუდვა | 5.3 |
| მოთხოვნის შემცირება | საგადასახადო და სხვა ფისკალური ზომები თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად | 6 და 7 |
| პასიური მწეველობა | თითოეული მოქლაქის დაცვა თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან სამუშაო ადგილებზე, დახურულ საზ. შენობებსა და საზ. ტრანსპორტში | 8 |
| პროდუქტების რეგულირება | თამბაქოს პროდუქტების შემცველობების ანგარიშგება | 9 და 10 |
| თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება | უფრო დიდი ზომის სამედიცინო გაფრთხილებები, შეცდომაში შემყვანი წარწერების აკრძალვა | 9 და 11 |
| ცნობიერების ამაღლება | საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნეობის შესახებ და მასთან დაკავშირებული ჯანმრთლობის შედეგების შესახებ | 12 |
| თამბაქოს რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა | რეკლამის სრულყოფილი აკრძალვა, გარდა კონსტიტუციით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევებისა | 13 |
| ნიკოტინ-დამოკიდებულება | ნიკოტინ-დამოკიდებულების შემცირებისა და თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარება | 14 |
| უკანონო ვაჭრობა | თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება | 15 |
| არასწრულწლოვანთა დაცვა | არასრულწლოვნებზე მიყიდვის აკრძალვისთვის საჭირო ქმედებები | 16 |
| კვლევა | კონვენციის მხარეთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება კვლევების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლის გზით | 20, 21 და 22 |
საქართველოში ამჟამინდელი თამბაქოს კონტროლის სიტუაციის შესაფასებლად, თამბაქოს კონტროლის ევროპული სტრატეგიის (ESTC) ფარგლებში მოცემული მრავალი ინდიკატორის გამოყენებაა შესაძლებელი (ცხრილი 2).
ცხრილი 2: თამბაქოს კონტროლის ევროპული სტრატეგიის (ESTC) ინდიკატორები
| ინდიკატორი |
|
|---|---|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 5 ‒ ძირითადი ვალდებულებები | |
| ინტერსექტორული მაკოორდინირებელი უწყება |
|
| ეროვნული სამოქმედო გეგმა |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 6 ‒ სატარიფო და საგადასახადო ზომები თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად | |
| თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ნაწილის თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებში ალოკაცია |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 8 ‒ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან დაცვა | |
| საზოგადოების თავშეყრის/სამუშაო ადგილის თამბაქოსგან თავისუფალი კანონმდებლობა |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 9 ‒ თამბაქოს პროდუქტების შემცველობის რეგულაცია | |
|
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 11 ‒ თამბაქოს პროდუქტების შეფუთვა და მარკირება | |
| სამედიცინო გაფრთხილებები თამბაქოს ნაწარმზე |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 12 ‒ განათლება, კომუნიკაცია, ტრენინგი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება | |
|
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 13 ‒ რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა | |
| თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების ნაწილობრივი/მთლიანი აკრძალვა |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 14 ‒ მოთხოვნის შემცირების ზომები თამბაქოზე დამოკიდებულების და მოწევის შეწყვეტასთან მიმართებით | |
| თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის ხელმისაწვდომობა |
|
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 16 ‒ თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვანების მიერ შეძენა ან მათთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა | |
| თამბაქოს პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის | კანონმდებლობა არსებობს, თუმცა აღსრულება სუსტია. სასურველია დაინერგოს ე.წ. საკონტროლო შესყიდვის პრაქტიკა შემოსავლების სამსახურისათვის. |
| თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეციის მუხლი 20 ‒ კვლევა, ზედამხედველობა და ინფორმაციის გაცვლა | |
| თამბაქოს კონტროლის შესახებ სრულფასოვანი ეროვნული ანგარიშები |
GYTS 2014; 2017 თამბაქოს პრევალენტობის კვლევა 2019 |
3.4. თამბაქოს რეკლამისგან თავისუფალი გარემო
2017 წლის 30 მაისის ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის კანონმდებლობა თამბაქოს კონტროლის სფეროში, სრულად ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივის ვალდებულებათა შესრულებას და ჯანმო-ს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ძირითად მოთხოვნებს. კერძოდ, ახალი კანონმდებლობით აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარებისა და მისი მოხმარებისთვის საჭირო მოწყობილობის ყველა სახის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. ცვლილებები შევიდა, inter alia, თამბაქოს კონტროლის, რეკლამის, მაუწყებლობის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონებში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსში. თამბაქოს კონტროლის კანონის საფუძველზე მიღებულ იქნა კანონქვემდებარე აქტები. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად დარიგება ან გავრცელება. თამბაქოს კონტროლის კანონით, ასევე იკრძალება თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ამ კანონმდებლობის დარღვევისთვის დადგენილია ადეკვატური პასუხისმგებლობა, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისი მუხლებით; აგრეთვე, მაუწყებლების შემთხვევაში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით და შესაბამის ნორმატიული აქტებით.
კანონის დანერგვის მაჩვენებელი ძალზე მაღალია ქუჩის რეკლამის, მაუწყებლების და სხვა ტელე თუ რადიო არხებზე. 2021 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ობიექტის შიგნიდან თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის საჭირო მოწყობილობების ხილვადობის აკრძალვა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თამბაქოს რეკლამისაგან მოსახლეობის და განსაკუთრებით არასრულწლოვნების დაცვის მდგომარებას.
კანონის ადმინისტრირების გამოწვევად რჩება დარღვევები ინტერნეტსივრცეში, რაც თავის მხრივ უკავშირდება აღსრულების სუსტ მექანიზმებს, რაც ახლო მომავალში, დირექტივით აღებული ვალდებულებების სრული იმპლემენტაციისა და კანონმდებლობის სრული აპროქსიმაციის კუთხით საჭიროებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.
3.5. თამბაქოს რეალიზაცია და რეგულირება ‒ ახალი და განვითარებადი პროდუქტები
2017 წლის 30 მაისს მიღებული კანონებით თამბაქოს ნაწარმის რეგულირება დაუახლოვდა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, 2014/40/EU დირექტივის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით უკვე მიღწეულია:
· თამბაქოსგან გამოფრქვეული ნივთიერებების კონტროლი;
· ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
· თამბაქოს ე.წ. სტანდარტული წესით, ანუ „სადა“ შეფუთვა;
· თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვა;
· სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვა;
· თამბაქოს კოლოფებზე სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდა, მათ შორის მოსაწევ თაბაქოზე მისი შეფუთვის (კოლოფი/ყუთი) ზედაპირის 65%-ზე დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების, ანუ პიქტოგრამების სავალდებულო დატანა;
· ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს რეგულირება;
· საცალო გაყიდვის აკრძალვა მექანიკური და ელექტრონული მანქანებით, ინტერნეტით და ფოსტით;
· სიგარეტის კოლოფებში მხოლოდ 20 ღერი სიგარეტის დაშვება, ღერებით გაყიდვის აკრძალვა;
· თუთუნის შეფუთვა მხოლოდ 50 და 100 გრამიანი შეფუთვებით.
საქართველოს დიდი ხანია აქვს თამბაქოს პროდუქტების მარკირების და თვალყურის დევნების სისტემა, რომლის ძირითადი ელემენტები თანხვედრაშია დირექტივის მოთხოვნებთან. ამავდროულად ცნობილია ზოგიერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში, კერძოდ:
· მოსაწევ თამბაქოზე კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილებები, ინფორმაციის განთავსება მცირე გვერდებზეც, სხვა ტექნიკური განსხვავებების აღმოფხვრა;
· ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მოწყობილობების შემადგენლობის და უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრება;
· დანამატების კონტროლი;
· არომატიზატორის გამოყენების აკრძალვა;
· საღეჭი თამბაქოს აკრძალვა;
· თამბაქოსთან დაკავშირებული უნიკოტინო პროდუქტების რეგულირება;
· ზოგიერთი ტერმინოლოგიური განსხვავების გადაწყვეტა იმდენად, რომ ამან არ მოახდინოს მიღებულ ნორმათა შინაარსის შესუსტება;
· თამბაქოს გადასახადების განაწილება ცალკეული პროგრამების დასაფინანსებლად;
· მოწევის აკრძალვა ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება;
· მოწევის აკრძალვა თეატრებში და ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში.
გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობა არა თუ აკმაყოფილებს დირექტივის მოთხოვნებს, არამედ ზოგიერთი მიმართულებით უფრო პროგრესულიცაა. კერძოდ, მაგალითად თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა 2018 წლის მე-8 კონფერენციამ მიიღო გადაწყვეტილებები თამბაქოს ე.წ. გახურებად პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც სრულად არ არის ასახული 2014 წლის ევროდირექტივაში, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა თანხვედრაშია მხარეთა კონფერენციის ამ გადაწყვეტილებასთან.
დადგენილია თამბაქოს გაყიდვის მინიმალური ასაკი ‒ 18 წელი; აკრძალულია თამბაქოს გაყიდვა მექანიკური ან ელექტრონული საშუალებებით; აკრძალულია თამბაქოს პროდუქტების გამოფენა იმგვარად, რომ ხილული იყოს სავაჭრო ობიექტის გარედან (2021 წლიდან აიკრძალა შიდა ხილვადობაც); აკრძალულია დისტანციური საცალო გაყიდვები, მათ შორის ინტერნეტით ან ფოსტით; იკრძალება რეალიზაცია შეფუთვის გარეშე და თუკი კოლოფში 20 ღერზე მეტი ან ნაკლები სიგარეტია; იკრძალება ისეთი ტკბილეულის, სათამაშოს ან სხვა საგნის რეალიზაცია, რომელიც არის თამბაქოს ილუსტრაცია; აკრძალულია თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის სხვა ფორმებიც; იკრძალება საფერფლის და თამბაქოს ნებისმიერი სხვა აქსესუარის ან მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა ან პოპულარიზაცია, მათი ბრენდული ვარიანტების გამოფენა, თამბაქოს გავრცელება უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, ფასდაკლებები ან მსგავსი სახის რეკლამა.
სახელმწიფო ახორციელებს თამბაქოზე გადასახადების ზრდის პოლიტიკას. ამ მხრივ გამოწვევად რჩება თამბაქოს სხვადასხვა პროდუქტებზე, მაგალითად ხელით შესახვევ თამბაქოზე, ელექტრო-სიგარეტებზე და სხვა მსგავს პროდუქტებზე გადასახადების გათანაბრება ფილტრიანი/უფილტრო სიგარეტების საგადასახადო განაკვეთებთან. არასრულწოვნებში რეკლამირების კუთხით კანონის აღსრულების გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონული სიგარეტის პოპულარიზაცია და წახალისება „ახალი მედიის“ (ინტერნეტი და სოციალურ ქსელები და ა.შ.) გამოყენებით.
შეზღუდულია თამბაქოს ბრენდის სახელების გამოყენება სხვა პროდუქტებზე (brand-stretching), თუმცა შესაძლებელია განხილულ იქნეს მისი სრულად აკრძალვის საკითხიც და/ან მსგავსი პრაქტიკის მქონე ბიზნეს სუბიექტების მიერ მარკეტინგზე გაწეული ხარჯების თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დაწესება.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მე-8 მუხლის ვალდებულებათა აღსრულებით, რაც პირდაპირ ეხება თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვას, საქართველო 2013 წლიდან ახორციელებს თამბაქოს კონტროლის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს. სსიპ ‒ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების სამთავრობო კომისიის სამდივნოს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახორციელებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას, სადაც თამბაქოს კონტროლის გაძლიერებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია.
მიუხედავად წარმატებისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს თამბაქოს კონტროლის აღსრულების მდგრადობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში, კანონის დანერგვის მონიტორინგსა და აღსრულებაში.
IV. თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები
4.1. ინდუსტრიის აგრესიული და ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებული მარკეტინგი
თამბაქოს ინდუსტრია განაგრძობს მარკეტინგის განვითარებას და მომხმარებელთა წრის გაფართოებას, რაც ზრდის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობას და, შესაბამისად, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოწევით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის არსებულ და პროგნოზულ მაჩვენებლებზე. თამბაქოს ინდუსტრიის ტაქტიკა, როგორც თავად ამ ინდუსტრიის კუთვნილი მრავალი დოკუმენტიდან ჩანს, თამბაქოს კონტროლისთვის პრობლემად რჩება. კერძოდ, თამბაქოს ინდუსტრია მომხმარებელთა წრის გაფართოებისთვის იყენებს პოპულარიზაციის იმგვარ ფორმებს, რომელიც კანონმდებლობით პირდაპირ არ არის აკრძალული ‒ ე.წ პრომო გოგონებს, რომლებიც თითქოსდა მომხმარებელთა კვლევის საბაბით, საზოგადოებაში ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციებს თამბაქოს პროდუქტებზე. ასევე, აფინანსებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, ბაზარზე შემოაქვთ თამბაქოს ახალი ნაწარმები და მოსაწევი საშუალებები, რომელიც არ შეიცავს ნიკოტინს, თუმცა სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
თამბაქოს ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის საპასუხოდ, მნიშვნელოვანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების მიმართვა მოწევის დაწყების პრევენციისკენ, მოწევის შეწყვეტის მოტივაციის ამაღლებისკენ, რაც გულისხმობს თამბაქოს საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი კამპანიების განხორციელებას, განსაკუთრებით, მასმედიის საშუალებებით. ასეთი ტიპის კამპანიები მწეველ მოსახლეობაში სიგარეტისთვის თავის დანებების სტიმულირების, ხოლო ახალგაზრდებში მოწევის დაწყების პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და წარმატებულად ანაცვლებს თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგული სტრატეგიის შეცდომაში შემყვან გზავნილებს, ახდენს საზოგადოებაში მოწევის დენორმალიზებას.
4.2. მწეველობის შემცირება და სახელმწიფო სერვისების განვითარება
დღემდე გამოწვევად რჩება თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარება. მოწევისთვის თავის დანებებით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი საერთაშორისოდ დამტკიცებულია და მოწევისთვის თავის დანებების დახმარება, თამბაქოს კონტროლის სხვა ღონისძიებების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებით თამბქოს ნაწარმის ფასის ზრდასთან ერთად, სახელმწიფოს მორალური და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხიცაა. მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაცია მოწევისთვის თავის დანებების სერვისებთან, რადგან ჯანდაცვის სერვისების მეშვეობით ადვილია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების ძირითადი სამიზნე ჯგუფების ‒ ორსულების და მცირეწლოვანთა მშობლების მოცვა.
სტრატეგიული მიმართულებების და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მთელი მოსახლეობის მოცვა. ხშირ შემთხვევაში ამისათვის აუცილებელია საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ფიქრი უფრო ფართო პერსპექტივიდან და არა განცალკევებულად ‒ მხოლოდ თამბაქოს კონტროლზე, რისთვისაც საჭიროა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა სფეროებში ღონისძიებების კოორდინაცია. ასეთი ტიპის ტრანს-სექტორული პერსპექტივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სფეროში სოციალური უთანასწორობების შემცირებისთვის.
კვლევებით დადასტურებულია, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების თანდათანობითი გაზრდა თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იქნეს თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე, მ.შ. სიგარეტი და თუთუნი, ერთდროული და თანაბარი ზრდა რადგან მომხმარებლის მხრიდან არ მოხდეს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლება. საქართველოში ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და ოპტიმალური დანერგვა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წელს შევიდა, უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის ახალ საერთაშორისო არენას. სტრატეგიის ძირითადი ამოცანაა თამბაქოს კონტროლის ყველა ძირითადი მიმართულების, ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და რეკომენდაციების უფრო ფართოდ დანერგვა. აღნიშნული მოიცავს:
· თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო მაკოორდინირებელი მექანიზმის მუშაობის უზრუნველყოფას;
· მრავალწლიანი მულტისექტორული სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას;
· კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებას ‒ ცვლილებებს საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში;
· ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმების შემუშავებას;
· კანონის აღსრულების გაძლიერებას;
· ამ სფეროში შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო სტრუქტურების ინსტიტუციურ გაძლიერებას;
· ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის მდგრადი ჩართულობის უზრუნველყოფას.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერება საქართველოში მნიშვნელოვანი ასპექტია ევროკავშირის ქვეყნებთან ჰარმონიზაციის და საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
V. სტრატეგიის პრინციპები, მიზნები და ამოცანები
5.1. თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის ხედვა და მიზანი
სტრატეგიის ხედვას წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა თამბაქოს მოხმარებისა და თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან.
სტრატეგიის მიზანია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირების ხელშეწყობა 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 15%-მდე და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების 5%-მდე შემცირებით.
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად დასახულია შემდეგი თვლადი სამიზნეები:
· არასრულწლოვნებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 1%-ით შემცირება;
· მოზრდილებში მოწევის გავრცელების ყოველწლიურად 2%-ით შემცირება;
· 2025 წლისთვის სახლის პირობებში მეორადი კვამლის ზემოქმედების შემცირება ბავშვებში 10%-ით და მოზრდილებში 5%-ით.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის მიზნის მიღწევის პრიორიტეტული ღონისძიებები ორგანიზებულია ოთხი ძირითადი ამოცანის გარშემო, რომელიც ქვემოთ არის განხილული.
1. თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სრული აღსრულების გაძლიერება FCTC-ის შესაბამისად
2. თამბაქოს მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა
3. თამბაქოს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება და თამბაქოს ახალი და აღმოცენებადი პროდუქტებისთვის თამბაქოს არსებული პროდუქტების მსგავსი რეგულაციის უზრუნველყოფა
4. თამბაქოს მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენის, ეკონომიკური ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების ხარჯთეფექტურობის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების და მოცანემების გენერიების ინსტიტუციონალიზაცია
სტრატეგიული მიზნისა და ამოცანების ფორმულირება და შეთანხმება განხორციელდა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების და მისი პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. საკონსულტაციო სტატუსის და შესაბამისი საექსპერტო ცოდნის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის საერთაშორისო ჯგუფი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი), თამბაქოს ჯგუფის (საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (15 წარმომადგენელი)) მიერ 2021-2025 წლების თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ჩარჩო 2020 წლის აპრილში ელექტრონულად გადაეგზავნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიას, რომელიც მოწონებული იქნა კომისიის მიერ.
მეორე ეტაპზე, (2020 წ. ივნისი), თამბაქოს ჯგუფის მიერ სიტუაციის/პრობლემების ანალიზის მომზადებაში ტექნიკური დახმარება ეთხოვა საკონსულტაციო სტატუსის მქონე ავტორიტეტულ ორგანიზაციებს (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისი და თამბაქოს კონტროლის ალიანსი (5 წარმომადგენელი)), რომელთა მოწოდებული ვრცელი მასალა ჯგუფის მიერ მაქსიმალურად იქნა გამოყენებული სტრატეგიის სიტუაციის ანალიზზე მუშაობისას და შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრისას.
საჯარო კონსულტაციების მესამე ფაზა (2020 წლის სექტემბერი) უფრო წარმომადგენლობითი და ინკლუზიური იყო. ზემოხსენებულ პარტნიორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მომზადებული სტრატეგიის პროექტი გაეგზავნათ პროფესიულ ასოციაციებსა (ჰიპერტენზიის ასოციაცია, საქართველოს გულის ფონდი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია, ალიანსი კიბოს წინააღმდეგ, საქართველოს ბრონქოპულმონოლოგთა ასოციაცია ‒ 67 სპეციალისტი) და პარლამენტის კომისიას (8 პირი). საგანგებოდ გაიმართა დისტანციური შეხვედრა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს დოკუმენტთან დაკავშირებული სხვადასხვა სპეციფიკური საკითხი, რათა პარტნიორებს გაადვილებოდათ დოკუმენტის არქიტექტურის აღქმა და მასზე მუშაობა.
5.2. სტრატეგიის ამოცანები და აქტივობები
წინამდებარე ნაწილში წარმოდგენილია სტრატეგიული ღონისძიებები თითოეული ამოცანის მიხედვით.
I. თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობისა და პოლიტიკის სრული აღსრულების გაძლიერება FCTC-ის შესაბამისად
ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის პასუხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვან და მდგრად დანერგვასა და აღსრულებაზე. მით უფრო, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მე-3 ამოცანა ავალდებულებს ქვეყნებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაძლიერებას.
თამბაქოს კანონმდებლობის სრული და მრავალკომპონენტიანი აღსრულების პირობებში აუცილებელია FCTC-ის ვალდებულებათა, კერძოდ კი მუხლებისა და აღსრულების გაიდლაინების იმპლემენტაცია, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში უკვე ასახულია.
აგრეთვე მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება 2022 წლამდე.
ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია უწყებათაშორისი თანამშრომლობა და გონივრული და თანმიმდევრული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, ისევე, როგორც მათი აღსრულების ხელშეწყობა და გაძლიერება.
თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული მიდგომა შეამცირებს თამბაქოს შესაძენად და მასთან დაკავშირებული ავადობის შედეგად გაწეულ სახელმწიფო და კერძო ხარჯებს. თამბაქოს გაუმჯობესებული კონტროლი ნიშნავს ქვეყანაში ჯანმრთელობის გაუმჯობესებულ მდგომარეობას, რაც ზრდის შესაძლებლობას განათლების, დასაქმებისა და თანასწორობის სხვა ინდიკატორების გასაუმჯობესებლად.
სტრატეგიის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება, რომ თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან აღსრულებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის ტესტირების, გაზომვის და რეგულაციის კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების ადეკვატური შესრულება. უზრუნველყოფილი იქნება თამბაქოს პროდუქტებსა და მათ გამონაბოლქვში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამჟღავნება. გაძლიერდება კანონმდებლობა თამბაქოს პროდუქტებზე ჯანმრთელობის გაფრთხილებების დატანის შესახებ და ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის გამაფრთხილებელი ნიშნების მიერ თამბაქოს პროდუქტებზე დაკავებული ფართობის ზომა.
დამტკიცებულია, რომ თამბაქოს პროდუქციაზე რეკლამის სრულფასოვანი აკრძალვა გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარების დონის შემცირებაზე. ღონისძიებები მიმართული იქნება თამბაქოს და მისი ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის (მ.შ. ინტერნეტით) სრული აკრძალვის მონიტორინგისკენ და ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტ მედიაში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის, რეკლამის და თამბაქოს მოხმარების დემონსტრირების ფაქტზე რეაგირების მექანიზმის შემუშავებისკენ.
თამბაქოს პროდუქტების მარკირების მიზნით საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულებას: თამბაქოს პროდუქტების არსებული მარკირების სისტემა შენარჩუნებული იყოს ისეთი სახით, რომ ადვილად ამოსაცნობი იყოს პროდუქციის წარმომავლობა.
თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობა აღმოფხვრილი იქნება რიგი მიდგომების გამოყენებით მ.შ. ,,თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღკვეთის შესახებ‘‘ პროტოკოლთან მიერთების ხელშეწყობა; თამბაქოს კონტროლის ევროკავშირის შესაბამის ევროდირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების უზრუნველყოფა; თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესების დაცვის მონიტორინგი; თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების გადამზადება, კოორდინირებული მუშაობისა და ინსტიტუციური სრულყოფის ხელშეწყობა; თამბაქოს ნაწარმის მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში გაყიდვის დაშვების საკითხის განხილვა და პოლიტიკის წინადადების შემუშავება.
დაიწყება მუშაობა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში საჯარო ორგანიზაციების/პირების თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობათა გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაუშვებლობისთვის.
დამტკიცდება FCTC-ის 5.3 მუხლის საფუძველზე მომზადებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.
II. თამბაქოს მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში,
აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა
თამბაქოს კონტროლის მიმდინარე ღონისძიებები ‒ საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა, თამბაქოს პროდუქტის განახლებული შეფუთვა და მარკირება, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი რეგულაციები, დრაივ თობაქოს აკრძალვა და თამბაქოს ნაწარმის ობიექტის გარედან ხილვადი განლაგებისა და რეალიზაციის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს 2015 წლიდან და მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებაა. წლების განმავლობაში ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებები, რომელთა სრულყოფილი განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას თამბაქოს მოხმარების, მავნეობის, შეწყვეტისა და პრევენციის საკითხების შესახებ.
თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზი 116001 ფუნქციონირებს კვირაში 7 დღე, დღეში 8 საათი. 112-ის მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. ამ კომპონენტში შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება როგორც კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ, ისე მისი დარღვევის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ასევე ჩადებულია ინფორმაცია, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორაა შესაძლებელი მოწევის შეწყვეტა. 112-თან დაკავშირება კიდევ უფრო გამარტივდა მობილური აპლიკაციის საშუალებით. მას აქვს როგორც ზარის განხორციელების, ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზის და მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ“ სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირებას, ისე ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის არსებული კანონმდებლობის აღსრულებაზე მონიტორინგს.
სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების განვითარება. მოწევისთვის თავის დანებებით მიღებული ჯანმრთელობის სარგებელი საერთაშორისოდ დამტკიცებულია და მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ხარჯთ-ეფექტურ ღონისძიებად, ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ სხვა ღონისძიებებთან შედარებით. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაცია მოწევისთვის თავის დანებების სერვისებთან და ბაზარზე ნიკოტინჩანაცვლებითი და მე-2 რიგის მედიკამენტების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. რადგან ჯანდაცვის სერვისების მეშვეობით ადვილია მოწევისთვის თავის დანებების სერვისების ძირითადი სამიზნე ჯგუფების ‒ ორსულების და მცირეწლოვანთა მშობლების მოცვა და ასევე, მწეველ მოსახლეობაში სიგარეტისთვის თავს დანებების სტიმულირების გაძლიერება.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა თამბაქოს კონტროლის საკითხებზე, ამისათვის გამოყენებული იქნება კომუნიკაციის ყველა შესაფერისი და ეფექტური არხი. მოსახლეობის ცნოებიერების ამაღლების ძალისხმევა გულისხმობს:
· ინფორმაციის მიწოდებას თამბაქოს ნაწარმის მოხმარების და მეორადი და მესამეული კვამლის ჯანმრთელობის რისკებისა და თამბაქოს ადიქტური (დამოკიდებულების გამომწვევი) ხასიათის შესახებ;
· განათლებას მოწევისთვის თავის დანებების სარგებლისა და თამბაქოსგან თავისუფალი ცხოვრების წესის შესახებ;
· ფართო სპექტრის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას თამბაქოს ინდუსტრიის საქმიანობის შესახებ;
· ჯანდაცვის მუშაკების, ინსპექტორების, ადმინისტრატორების, საზოგადოებრივი მოსამსახურეების, სოციალური მუშაკების, მასწავლებლების, გადაწყვეტილების მიმღებების და სხვა სამიზნე ჯგუფების ტრენინგებს თამბაქოს კონტროლის საკითხებზე;
· საჯარო და კერძო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გარდა თამბაქოს ინდუსტრიისა ან მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ჩართულობის უზრუნველყოფას თამბაქოს კონტროლის ინტერსექტორული პროგრამის განვითარებისა და იმპლემენტაციისათვის;
· თამბაქოს წარმოებისა და მოხმარების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და გარემოზე უარყოფითი გავლენის შესახებ გაფრთხილებების უზრუნველყოფას.
ცნობილია, რომ გარემოში არსებული თამბაქოს კვამლი მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ხელს უწყობს ნაადრევი სიკვდილის, დაავადებების და უნარშეზღუდულობის განვითარებას. თამბაქოს მეორადი კვამლისგან დაცვა შესაძლებელია მოწევის აკრძალვის გამკაცრებით. ამისთვის მოსამზადებელია შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და შესამუშავებელია მათი აღსრულების მონიტორინგის მექანიზმები.
III. თამბაქოს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება და თამბაქოს ახალი და აღმოცენებადი პროდუქტებისთვის
თამბაქოს არსებული პროდუქტების მსგავსი რეგულაციის უზრუნველყოფა
მრავალი ქვეყნის გამოცდილებით და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების თანდათანობითი გაზრდაა. საქართველოში ამ ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობის შეფასება და ოპტიმალური დანერგვა სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება. თამბაქოს პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის ამოცანების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ და ამ მიზნით დამატებით იქნება შესწავლილი და გაანალიზებული თამბაქოს პროდუქტებზე ფასის მატების მიზნით გადასახადების თანდათანობითი გაზრდის შესაძლებლობები, შემუშავდება და დაინერგება ოპტიმალური მიდგომები კონვენციისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, მოთხოვნის შემცირების მიზნით, შეიზღუდება ან სრულად აიკრძალება თამბაქოს ნაწარმებში დანამატებისა და არომატიზატორების გამოყენება. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქოს პროდუქტებში ცალკეული დანამატებისა და არომატიზატორების გამოყენება აძლიერებს თამბაქოზე დამოკიდებულებას და მის აკრძალვას შეუძლია შეამციროს თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი.
IV. თამბაქოს მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენის, ეკონომიკური ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების
ხარჯთეფექტურობის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების და მონაცემების გენერირების ინსტიტუციონალიზაცია
გამომდინარე იქიდან, რომ FCTC-ს მუხლები სცდება ჯანდაცვის სფეროს, კონვენციის მხარეებისათვის გადამწყვეტია კარგი მმართველობის პრინციპი, რათა აღებული ძირითადი ვალდებულები სრულყოფილად შესრულდეს. FCTC-ზე მიერთებით საქართველომ აიღო ვალდებულება კონვენციის სრულყოფილი აღსრულებით გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და, ზოგადად, განვითარების მხრივ არსებული მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება არასკმარისი რესურსები. ამიტომ, სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა მოიძიოს და გამოიყენოს საერთაშორისო დამხარების ინსტრუმენტები, როგორც ეროვნულ დონეზე კონვენციის სრულყოფილი დანერგვის მიზნით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ღონისძიებების გაძლიერებისთვის, ასევე შესაბამისი მტკიცებულებებისა და საიმედო ინდიკატორებისა და მონაცემების გენერირების კუთხით, რეგულარული ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის შენარჩუნების მიზნით.
სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თამბაქოს მოხმარების გავრცელების და მასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული კვლევების უზრუნველყოფა სტანდარტიზებული, ურთიერთთან და სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებადი მეთოდოლოგიით და იმ ინდიკატორების გათვალისწინებით, რომელსაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვეცია იყენებს საანგარიშო ინსტრუმენტში.
ქვეყანა შესაბამისი პერიოდულობით ამზადებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსადმი გასაგზავნ ანგარიშებს. ასევე დაიწყება თამბაქოს კონტროლის ეროვნული მოხსენების შემუშავება, მისი საჯარო განხილვის უზრუნველყოფა, დისკუსია, მედიაში გამოქვეყნება.
VI. სტრატეგიის განხორციელების და მართვის მექანიზმები
წინამდებარე სტრატეგიის იმპლემენტაციის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს თანდართული 2021-2023 წლების მულტისექტორული სამოქმედო გეგმა (დანართი №1), რომელიც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრავს დროს, საშუალებებსა და პასუხისმგებელ უწყებებს.
სტრატეგიის განხორციელების ვადებია 2021-2025 წლები და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები შესაბამის სფეროში შიდა უწყებრივი პოლიტიკის განხორციელებისას ითვალისწინებენ ამ სტრატეგიის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებებს. კონკრეტული ღონისძიებები გატარდება, რათა თამბაქოს კონტროლის საკითხი მუდმივად იყოს პოლიტიკურ დღის წესრიგში. ამ მიზნით შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია, რომელსაც მინიჭებული აქვს სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციის, ზედამხედველობის და კონტროლის მანდატი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი უწყება თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის განხორციელებაში. სტრატეგიის მულტისექტორული გეგმა ხელს უწყობს ღონისძიებების სრულფასოვან ჩატარებასა და სტრატეგიული ამოცანების მიღწევას მულტისექტორული გეგმით გათვალისწინებული, უწყებათაშორისი მჭიდრო თანამშრომლობით და მთავრობის სხვადასხვა სფეროებში სახელმწიფო დაწესებულებების ყველა დონეზე ჩართულობის უზრუნველყოფით.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობის შესრულების ანგარიშგებაზე განსაზღვრულია ძირითადი პასუხისმგებელი უწყება პარტნიორი უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ხელშეწყობას კომპეტენციის იმ ფარგლებში, რასაც მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ უწყებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში ანიჭებს.
თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, საქართველოს ხელისუფლება:
· ისარგებლებს ყველა საერთაშორისო რჩევითა და მხარდაჭერით ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით იმ რჩევებითა და მხარდაჭერით, რომლებიც ხელმისაწვდომია FCTC-ის მხარეებისთვის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში;
· დანერგავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტრენინგ-პროგრამას თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის შემქმნელებისა და აღმასრულებლებისათვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის;
· ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებში და მხარს დაუჭერს მათ მიერ დაფინანსების წყაროების მოძიებას სხვადასხვა საერთაშორისო არხიდან;
· უზრუნველყოფს თამბაქოს კონტროლის პროგრამის მდგრად დაფინანსებას, დაფინანსების ყველა შესაძლო წყაროს, მათ შორის, საერთაშორისო დონორი სააგენტოებიდან დაფინანსების, გათვალისწინებით;
· უზრუნველყოფს თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების დანერგვისა და განხორციელების საკითხებში.
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტური განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო დონორებთან როგორც რესურსების მობილიზების, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მიღების მიმართულებით. ამ მხრივ პრიორიტეტულია თანამშრომლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტრატეგიით დასახული მიზნის ეფექტიან განხორციელებას და შედეგების მდგრადობას.
VII. დაფინანსება
სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 6.4 მლნ ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 1 მლნ ლარი, დონორი ორგანიზაციების მიერ 4,9 მლნ ლარი, ხოლო 0,5 მლნ ლარი წარმოადგენს დეფიციტს.
სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) გათვალისწინებული პასუხისმგებელი უწყებების ასიგნებების ფარგლებში, რომელიც საფუძვლად უდევს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისთვის, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა.
VIII. რისკების შეფასება
სტრატეგიის განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელია გარკვეული ფინანსური რისკები, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ დაგეგმილი შედეგების მიღწევა. სტრატეგიის განხორციელების ფინანსური რისკი შესაძლოა განპირობებული იყოს თამბაქოს კონტროლის სფეროში დონორული დაფინანსების შემცირებით, ასევე გასათვალისწინებელია გათვლილი ფინანსური დეფიციტის დასაფარად დამატებითი რესურსის მობილიზების აუცილებლობა, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის აქტიურობას თანხების მობილიზების მიზნით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს თამბაქოს გადასახადებიდან შემოსული თანხების თავმოყრა და მისი მიმართვა კონკრეტული ღონისძიებების ხელშეწყობისკენ. არაერთი ქვეყანა ამ კუთხით იყენებს გადასახადების განაწილების (earmarking tobacco taxes) მექანიზმს ჯანმრთელობის (და არა მარტო) პროგრამების დასაფინანსებლად. გადასახადების განაწილება არის როგორც ფისკალური სივრცის გაზრდის და ჯანმრთელობის სექტორისთვის რესურსების მობილიზაციის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ან ჯანმრთელობის სხვა პრიორიტეტების დაფინანსების საშუალება.
თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებაში, დამტკიცებასა და განხორციელებაში თამბაქოს ინდუსტრიის ჩაურევლობის პრინციპის, აგრეთვე მასთან სახელმწიფოს ურთიერთობის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესი.
ინსტიტუციური დონე: სტრატეგიის განხორციელებაში ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე, არასახელმწიფო სექტორი. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათ შორის აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობა. ამავდროულად, სტრატეგიის იმპლემენტაცია მოითხოვს სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიმართულებით სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას.
სოციალური რისკები: თამბაქოს პროდუქტზე ფასების ზრდამ, იმ პირობებში თუ არ ხდება თავის დანებების სათანადო სერვისების განვითარება და მედიკამეტებზე ხელმისაწვდომობის გზარდა, ასევე ადეკვატური ინფორმირების არქონისას შესაძლოა გამოწვიოს თამბაქოს მომხმარებლების ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება.
IX. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება
თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და გამოწვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების მიზნით მოხდება რეგულარული მონიტორინგი და შეფასება სათანადო მექანიზმების საშუალებით.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის განხორციელებაზე მონიტორინგს ახდენს სამთავრობო კომისია. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებასა და რეგულარული მონიტორინგის ანგარიშების მომზადების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი სსიპ ‒ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.
სტრატეგიული გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები, მონაცემთა შეგროვების მეთოდები და პერიოდულობა წარმოდგენილია სამოქმედო გეგმაში.
სტრატეგიის განხორციელების წლიური ანგარიში შემუშავდება ყოველი წლის თებერვალში, სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილე უწყებებს აქვთ ერთთვიანი ვადა ანგარიშგება მოახდინონ სამდივნოს წინაშე. ყოველწლიური ანგარიში წარედგინება სამთავრობო კომისიას და გამოქვეყნდება სსიპ ‒ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. სტრატეგიის პროგრესის შეფასება მოხდება 2023 წლის და 2025 წლის ბოლოს და განსახილველად წარედგინება საქართველოს მთავრობას.
მონიტორინგი მიზნად ისახავს ამოცანების შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორული პოლიტიკის განვითარების ტენდენციების განსაზღვრას. სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისთვის აუცილებელი ინდიკატორების ნაწილი გროვდება სპეციალური კვლევებით, ხოლო ნაწილის წყაროს წარმოადგენს მონაცემთა არსებული ელექტრონული სისტემები.
მონიტორინგის პროცესი ასევე გულისხმობს გამოწვევების დადგენასა და შესაძლო ჩარევის სფეროების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.
სტრატეგიის შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშგება მოხდება შემდეგი სტატუსების მინიჭებით:
| № | სტატუსი | პროგრესის შესაბამისად |
|---|---|---|
| 1 | არ დაწყებულა | 0% |
| 2 | მიმდინარე − ნაწილობრივ შესრულდა | 1%-50% |
| 3 | მიმდინარე − მეტწილად შესრულდა | 51%-99% |
| 4 | განხორციელდა | 100% |
| 5 | განხორციელდა დაგვიანებით | 100% |
| 6 | გაუქმებულია | 0%-99% |
| 7 | შეჩერებულია | 0%-99% |
X. საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2021-2023
|
|
|
|
|||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|
|
|||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|
|
|||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|
|
|||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|
|
|||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
ინფარქტი ‒ 11 237 ინსულტი ‒ 11 403 |
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|
|
|
||||||||
|
საჯარო დაწესებულებები ‒ 98%; სამასპინძლო დაწესებულებები ‒ 99.3%; სამედიცინო დაწესებულებები ‒ 97.4%; საგანმანათლებლო დაწესებულებები ‒ 98.8%; გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობა ‒ 50%; ფასადზე განთავსებული თამბაქოს პროდუქტები ‒ 95.7%; თამბაქოს რეკლამა (ძირითადად ასაწონ თუთუნის) – 95.3%; ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა ‒ 95.1%; ვიტრინაზე განთავსებულია თამბაქოს აქსესუარები ‒ 97.2%; სატრანსპორტო საშუალებათა კარზე მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 69%; სატრანსპორტო საშუალებათა შიგნით მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 52.2%. | საჯარო დაწესებულებები ‒ 100%; სამასპინძლო დაწესებულებები ‒ 100%; სამედიცინო დაწესებულებები ‒ 100%; საგანმანათლებლო დაწესებულებები ‒ 100%; გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობა ‒ 100%; ფასადზე განთავსებული თამბაქოს პროდუქტები ‒ 100%; თამბაქოს რეკლამა – 100%; ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა ‒ 100%; ობიექტის შიგნიდან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა ‒ 100%; სატრანსპორტო საშუალებათა კარზე მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 100%; სატრანსპორტო საშუალებათა შიგნით მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 100%. | საჯარო დაწესებულებები ‒ 100%; სამასპინძლო დაწესებულებები ‒ 100%; სამედიცინო დაწესებულებები ‒ 100%; საგანმანათლებლო დაწესებულებები ‒ 100%; გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობა ‒ 100%; ფასადზე განთავსებული თამბაქოს პროდუქტები ‒ 100%; თამბაქოს რეკლამა – 100%; ობიექტის გარედან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა ‒ 100%; ობიექტის შიგნიდან თამბაქოს პროდუქტების ხილვადობა ‒ 100%; სატრანსპორტო საშუალებათა კარზე მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 100%; სატრანსპორტო საშუალებათა შიგნით მოწევის აკრძალვის ნიშნების გამოკვრა ‒ 100%. | |||||||||
|
|
|||||||||||
|
|
|||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
თამბაქოზე თავის დანებების მსურველთა წილი მომხმარებლებს შორის |
|
|
|
||
|
|
|||||
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|||
|
თამბაქოს ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარების რაოდენობა |
|
|
|
||
|
|
|||||
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|||
|
|
|||||
|
|
|||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
|
|
|
|
||
|
|
|||||
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|||
|
|
|
|
|
||
|
|
|||||
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|||
|
|
|||||
|
|
|||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
|
|
|
|
||
|
|
|||||
|
|
|
|
|
||
|
|
|
|
|||
|
|
|||||
|
|||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ამოცანა 1.1. | თამბაქოს მრავალკომპონენტიანი კანონმდებლობის პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესება და სრული აღსრულების გაძლიერება FCTC-ის შესაბამისად | ||||||||||||||
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი | დადასტუ- რების წყარო |
პასუხის-მგებელი უწყება | პარტნი-ორი უწყება | შესრულების ვადა |
ბიუჯეტი (ლ) | დაფინანსების წყარო | ||||||||
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||||||
| ოდენობა (ლ) | კოდი | ოდენობა (ლ) | ორგანი-ზაცია | ||||||||||||
| 1.1.1. თამბაქოს კონტროლის კანონის ახლად ამოქმედებული მუხლების აღსრულების მონიტორინგი (მონიტორინგი დაიწყება 2021 წლიდან) | კანონით და სხვა მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის რაოდენობა (მონიტორინგი განხორციელდება წელიწადში 4-ჯერ) | მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშები www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | 90,000 | 90,000 | ჯანმო | |||||||
| 1.1.2. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარსადგენად | თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ანგარიშები მომზადებულია | აქტივობების განხორციელების მონიტორინგის ანგარიში www.euro.who.int |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | 144,000 | 144,000 | ჯანმო | |||||||
| 1.1.3. თამბაქოს კონტროლის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების უზრუნველყოფა ევროკავშირის შესაბამის ევროდირექტივებთან აღსრულებისთვის განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით | ევროასოცირების გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონსა და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებები მომზადებულია | საქართველოს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, საქართველოს მთავრობის დადგენილება, სშჯსდს ბრძანება www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო საქართველოს პარლამენტი |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.4. ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაუშვებლობის და თამბაქოს ინდუსტრიასთან საჯარო ორგანიზაციების/პირების ურთიერთობათა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა კანონმდებლობით | საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული და დანერგილია | საქართველოს მთავრობის დადგენილება www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო | 2021 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.5. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის ყოველწლიური კონტროლი | ბრენდების რაოდენობა, რომელიც შემოწმდა შესაბამის ლაბორატორიაში (წელიწადში სულ მცირე 10%-იანი ზრდა) | თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის კონტროლის ოქმები | სშჯსდს/დკსჯეც www.ncdc.ge |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||||||||
| 1.1.6. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე პიქტოგრამების როტაციის მონიტორინგი (მონიტორინგი დაიწყება 2021 წლიდან) | თამბაქოს პროდუქტების რაოდენობა, რომელზეც პიქტოგრამების როტაცია შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს (წელიწადში სულ მცირე 10%-იანი ზრდა) | მონიტორინგის ანგარიშები www.mof.ge |
ფინანსთა სამინისტრო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||||||||
| 1.1.7. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის განხორციელების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება (2023 წლიდან) | ცვლილებების პროექტები «თამბაქოს კონტროლის შესახებ» კანონში და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში მომზადებულია | ცვლილებების პროექტები www.ncdc.ge |
ფინანსთა სამინისტრო | საქართველოს პარლამენტი | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
1.1.8. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ე.წ. სტანდარტული წესით, ანუ „სადა“ შეფუთვის მონიტორინგი (მონიტორინგი დაიწყება 2021 წლიდან) |
თამბაქოს ე.წ. სტანდარტული წესით შეფუთვის წესის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა (წელიწადში, სულ მცირე 10%-იანი კლება) | ადმინისტრაციუ-ლი ჯარიმების ოქმები www.mof.ge |
ფინანსთა სამინისტრო | სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.9. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს და მისი ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების ყველა სახის რეკლამის (მ.შ. ინტერნეტით) სრული აკრძალვის მონიტორინგი | თამბაქოს და მისი ნაწარმის, აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა (წელიწადში, სულ მცირე 10%-იანი კლება) | ადმინისტრაციული ჯარიმების ოქმები www.mof.ge |
ფინანსთა სამინისტრო | სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.10. თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტზე, დისტრიბუციასა და ვაჭრობაზე ლიცენზირების და სანებართვო სისტემის შემოღება | ცვლილებები კანონებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ”და „ლიცენზირების და ნებართვების შესახებ”, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებულია და დამტკიცებულია | ცვლილებები კანონებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ”და „ლიცენზირების და ნებართვების შესახებ” www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო საქართველოს პარლამენტი |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.11. თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღკვეთის შესახებ” პროტოკოლის (2012 წლის 12 ნოემბერი, ქ. სეული) საქართველოს მიერ ხელმოწერა და რატიფიცირება | თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის „თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღკვეთის შესახებ” პროტოკოლი საქართველოს მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებულია | შესაბამისი სამართლებრივი აქტი www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო საქართველოს პარლამენტი |
2021 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.12. თამბაქოს ნაწარმის მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში გაყიდვის დაშვების საკითხის განხილვა და პოლიტიკის წინადადების შემუშავება | ცვლილებები კანონებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” და „ლიცენზირების და ნებართვების შესახებ”და კანონქვემდებარე აქტებში მომზადებულია და დამტკიცებულია | შესაბამისი სამართლებრივი აქტი www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო საქართველოს პარლამენტი |
2021 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.13. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი | თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგის რაოდენობა (მონიტორინგი განხორციელდება წელიწადში 4-ჯერ) | მონიტორინგის ანგარიშები www.mof.ge |
ფინანსთა სამინისტრო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||||||||
| 1.1.14. ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ან და განლაგების აკრძალვის კონტროლი, ისე, რომ იგი ხილვადი არ იყოს | თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციის ან და განლაგების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა ((წელიწადში, სულ მცირე 10%-იანი კლება) | ადმინისტრაციული ჯარიმების ოქმები www.mof.ge |
ფინანსთა სამინისტრო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||||||||
| 1.1.15. თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევების იდენტიფიკაციასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების მიზნობრივი ტრენინგი, კოორდინირებული მუშაობა და ინსტიტუციური სრულყოფის ხელშეწყობა | პასუხისმგებელი სტრუქტურების წარმომადგენელთა წილი, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი (წელიწადში 100 პირი) | ტრენინგის ანგარიშები | სშჯსდს/დკსჯეც | შესაბამისი სამინისტროები | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.16. ინტერნეტ მედიაში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის, რეკლამის და თამბაქოს მოხმარების დემონსტრირების ფაქტზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება | შეტანილია ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში | შესაბამისი სამართლებრივი აქტი/აქტები www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | სამდივნო სშჯსდს საქართველოს პარლამენტი |
2022 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| 1.1.17. თამბაქოს ნაწარმის არასრულწლოვნების მიერ შეძენის ან მათთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ფაქტის გამოვლენის მიზნით საკონტროლო შესყიდვის პრაქტიკის დანერგვა | საკონტროლო შესყიდვებისას თამბაქოს მიყიდვის რაოდენობა რაოდენობა (წელიწადში სულ მცირე 10%-იანი კლება) | საკონტროლო შესყიდვების ანგარიში www.ncdc.ge |
ფინანსთა სამინისტრო | სამდივნო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||||||
| ამოცანა 1.2. | თამბაქოს მოწევის დაწყების პრევენცია, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, აქტიური მოხმარების შეწყვეტის ხელშეწყობა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი |
დადასტუ- რების წყარო |
პასუხის-მგებელი უწყება | პარტნი-ორი უწყება | შესრულების ვადა |
ბიუჯეტი (ლ) | დაფინანსების წყარო | ||||
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფიციტი | |||||||||
| ოდენობა (ლ) | კოდი | ოდენობა (ლ) | ორგანი-ზაცია | ||||||||
| 1.2.1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს კონტროლის კომპონენტის განხორციელება | თამბაქოს საწინააღმდეგო მიზნობრივი საკომუნიკაციო კამპანიისთვის შემუშავებული მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების რაოდენობა (ყოველწლიურად ბუკლეტების რაოდენობა ‒ 500 სატელევიზიო კლიპების რაოდენობა ‒ 10 ფეისბუქაქტივობები ‒ 3) |
მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალები www.ncdc.ge |
სშჯსდს/ დკსჯეც |
2023 წლის მე-4 კვარტალი | 995,000 | 995,000 | 27 03 02 10 | |||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1.2.2. თამბაქოს მოხმარების აკრძალვის გამკაცრების შესახებ შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელება | ცვლილება «თამბაქოს კონტროლის შესახებ» კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებულია | სამართლებრივი აქტები www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/ დკსჯეც |
საქართველოს პარლამენტი | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||
| 1.2.3. სასტუმროებში თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის მონიტორინგი | სასტუმროების რაოდენობა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემო (წელიწადში, სულ მცირე 10%-იანი კლება) | მონიტორინგის ანგარიშები www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | შინაგან საქმეთა სამინისტრო | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||
| 1.2.4. მოწევისთვის თავის დანებების ცხელ ხაზის ამოქმედება და სატელეფონო კონსულტაციის უზრუნველყოფა | მოწევისთვის თავის დანებების ცხელი ხაზი ამოქმედებულია და შეუფერხებლად ფუნქციონირებს | ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ანგარიში www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||
| 1.2.5. მობილური აპლიკაციის „თავს ვანებებ” შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა | მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ” შექმნილია და ფუნქციონირებს | დკსჯეც ანგარიში www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||
| 1.2.6. სამინისტროს მიერ ნიკოტინჩანაცვლებითი და მედიკამენტური თერაპიის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა | მოსახლეობის წილი, რომელთათვისაც ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომია მოწევისთვის თავის დანებების ფარმაცევტული საშუალებები (ბენეფიციართა რაოდენობის 10%-იანი ზრდა) | კვლევის ანგარიში www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | 880,000 | 880,000 | ჯანმო | |||
| 1.2.7. ექიმების და ექთნების ტრენინგი/ინფორმირება მოწევისთვის თავის დანებების კონსულტაციის და ფარმაკოთერაპიის საკითხებში | ტრენირებულ/ინფორმირებულ ექიმთა/ექთანთა/ფარმაცევტთა რაოდენობა (წელიწადში 150 ჯანდაცვის პროფესიონალი) | დკსჯეც ანგარიში www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | 251,775 | 251,775 | ჯანმო/EU | |||
| 1.2.8. ექიმების და ექთნების მომზადების/გადამზადების კურსში თამბაქოს შესახებ შესაბამისი სწავლების შეტანა | ექიმების, ექთნების რაოდენობა, ვინც გაირა სასწავლო კურსი თამბაქოს შესახებ (წელიწადში 200 ექიმი/ექთანი) | გაცემული სერტიფიკატები | სჯსდს | სჯსდს | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | ||||
| 1.2.9 თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგების შესახებ ინფორმაციის გათვალიწინება ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში | თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში და მასწავლებელთა მომზადების პროგრამაში | სასწავლო გეგმები და მომზადების პროგრამები | განათლების სამინისტრო | 22 წლის მე-4 კვარტალი | ||||||
| 1.2.10 თამბაქოს საწინააღმდეგო, ყოველწლიური ეროვნული და საერთაშორისო დღეების აღნიშვნა | თამბაქოს საწინააღმდეგო, ეროვნული და საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარებულია | ღონისძიებების ანგარიში; თვალსაჩინო მასალა www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი |
| ამოცანა 1.3. | თამბაქოს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირება და თამბაქოს ახალი და აღმოცენებადი პროდუქტებისთვის თამბაქოს არსებული პროდუქტების მსგავსი რეგულაციის უზრუნველყოფა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი |
დადასტუ- რების წყარო |
პასუხის-მგებელი უწყება | პარტნი-ორი უწყება | შესრულების ვადა | ბიუჯეტი (ლ) | დაფინანსების წყარო | ||||
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||
| ოდენობა (ლ) | კოდი | ოდენობა (ლ) | ორგანი-ზაცია | ||||||||
| 1.3.1. თამბაქოს ყველა სახის ნაწარმზე გადასახადების მდგარდი ყოველწლიური ზრდა კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად | 1) ევროდირექტივის მოთხოვნების სრულად შესრულებულია 2) „საგადასახადო კოდექსის“ ცვლილების პროექტი მომზადებულია |
სამართლებრივი აქტი www.matsne.gov.ge |
სშჯსდს/ დკსჯეც |
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი |
|---|
| ამოცანა 1.4. | თამბაქოს მოხმარების ჯანმრთელობაზე გავლენის, ეკონომიკური ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების ხარჯთ-ეფექტურობის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების მოპოვება და გენერირება | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| აქტივობა | აქტივობის შედეგის ინდიკატორი |
დადასტუ- რების წყარო |
პასუხისმ-გებელი უწყება | პარტნი-ორი უწყება | შესრულების ვადა |
ბიუჯეტი (ლ) | დაფინანსების წყარო | ||||
| სახ. ბიუჯეტი | სხვა | დეფი-ციტი | |||||||||
| ოდენობა (ლ) | კოდი | ოდენობა (ლ) | ორგანი-ზაცია | ||||||||
| 1.4.1. თამბაქოს მოხმარების გავრცელების და მასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული კვლევების უზრუნველყოფა სტანდარტიზებული, ურთიერთთან და სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებადი მეთოდოლოგიით და იმ ინდიკატორების გათვალისწინებით, რომელსაც ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია იყენებს საანგარიშო ინსტრუმენტში | თამბაქოს მოხმარების გავრცელების და მასთან დაკავშირებული საკითხების ეროვნული კვლევები ჩატარებულია და კვლევის ანგარიშები მომზადებულია | კვლევების ანგარიში www.ncdc.ge |
სშჯსდს/ დკსჯეც |
2023 წლის მე-4 კვარტალი | 2,800,000 | 3,500,000 | ჯანმო EU TFK EMCDDA NIH |
||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1.4.2. მიზნობრივი ჩაღრმავებული კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა | ჩატარებული მიზნობრივი, ჩაღრმავებული კვლევების ანგარიშები მომზადებულია | კვლევების ანგარიშები www.ncdc.ge |
სშჯსდს/ დკსჯეც |
2023 წლის მე-4 კვარტალი | 500,000 | 500,000 | |||||
1.4.3. თამბაქოს კონტროლის ეროვნული მოხსენების მომზადება, მისი საჯარო განხილვის უზრუნველყოფა, მედიაში და დისკუსია ტელევიზიით და რადიოთი გამოქვეყნება (მომზადდება 2022 წლიდან) |
თამბაქოს კონტროლის ეროვნული მოხსენება მომზადებულია და გამოქვეყნებულია | ეროვნული მოხსენება www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | კომისია საქართველოს პარლამენტი |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||
| 1.4.4. უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი, ობსერვაცია და ჩაღრმავებული კვლევა | ანგარიშები გაგზავნილია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოში | ანგარიში www.euro.who.int |
ფინანსთა სამინისტრო | დკსჯეც | 2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი | |||||
| 1.4.5. თამბაქოს მოხმარების 5%-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე შემცირების ე.წ. „თამაშის დასასრულის“ გეგმის შემუშავება და საზოგადოებრივი განხილვა 2025 წლიდან დამტკიცების და განხორციელების მიზნით | გეგმა შემუშავებულია და წარდგენილია | გეგმა www.ncdc.ge |
სშჯსდს/დკსჯეც | ფინანსთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტი |
2023 წლის მე-4 კვარტალი | ადმინის-ტრაციული რესურსი |
შემოკლებები:
თკსკ ‒ თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია
დკსჯეც ‒ სსიპ „ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სშჯსდს ‒ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო ‒ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სამდივნო ‒ სსიპ „ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
განათლების სამინისტრო ‒ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ჯანმო ‒ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია
გამოყენებული ლიტერატურა
NCDC. (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები. თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
NCDC. (2017). საქართველო GYTS 2017 ძირითადი მიგნებები. თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. (2016). თამბაქოსგან თავისუფალ გარემოსთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა. თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ბახტურიძე, გ. (2016). თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გავლენის შეფასება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე. თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2020). საკვების მიწოდებით დაკავებული საწარმოების წლიური ბრუნვა. თბილისი, საქართველო.
UNDP. (2018). The Case for Investing in WHO FCTC Implementation in Georgia. Tbilisi: United №ations Development Programme.
WHO. (2002). European Strategy for Tobacco Control. Copenhagen: World Health Organization Regional Office for Europe.
WHO. (2003). WHO Framework Convention on Tobacco Control. World Health Organization.
WHO. (2019). Global Strategy to Accelerate TObacco Control: Advancing Sustainable Development Through the Implementation of the WHO FCTC 2019-2025. Geneva: World Health Organization.
WHO. (2015). The Protocol to Eliminate Illicit Trade in Tobacco Products: an Overview. Geneva: World Health Organization.
WHO. (2018). Global Progress Report on Implementation of the WHO Framework Convention on Tobacco Control. World Health Organization.
WHO. (2016). Plain Packaging of Tobacco Products: Evidence, Design and Implementation. World Health Organization.
WHO. (2019). WHO Global Report on Trends in Prevalence of Tobacco Use 2000-2025. World Health Organization.
WHO. (2019). WHO Report on the Global Tobacco Epidemic 2019: Offer Help to Quit Tobacco Use. World Health Organization.
WHO. (2012). WHO Global Report on Mortality Attributable to Tobacco. World Health Organization.
CDC. (2020, December 31). Smoking and Tobacco Use. USA.
გამყრელიძე, ა., მებონია, ნ., სტურუა, ლ., დემეტრაშვილი, ნ., & ქაქუთია, ნ. (2016). არაგადამდები დაავადებების რისკ ფაქტორების STEPS კვლევა 2016. თბილისი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.