ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №926-VIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.020390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2021
matsne.gov.ge 199 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი     თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N926-VIმს-Xმპ საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიზანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს აცილებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს შესაბამის პირებს. მუხლი 1🔗 1. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც აღნიშნული სახის ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა. 2. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება. მუხლი 2🔗 1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 2. იმ პირის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის თანახმად შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 3🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N926-VIმს-Xმპ