📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №30/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/07/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 177 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 29.07.2021 ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 10.08.2016 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 24.08.2020 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებლად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 16.04.2025 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 31.08.2015

დოკუმენტის ტექსტი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №30/2021  2021 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-11 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 20 მარტის №12/2014 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010240000.15.008.016129). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი შარაბიძეკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი